სიახლეები

22 აპრილი, 2025

ლევან მგალობლიშვილმა საბერიოში ხანძრის შედეგად დაღუპული ბავშვების მშობლებს სახლი გადასცა


➡️აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილმა, დროებით ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში ხანძრის შედეგად დაღუპული ბავშვების მშობლებს სახლი გადასცა.

➡️მთავრობის თავმჯდომარე პირადად შეხვდა ჭოლარიების ოჯახის წევრებს, კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა და თანადგომა გამოუცხადა. შეხვედრაზე სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის მინისტრის მრჩეველი მამუკა ცოტნიაშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

➡️„უმნიშვნელოვანესია ამ ახალგაზრდა ოჯახის მიმართ ჩვენი თანადგომა და ყურადღება. მომხდარი ფაქტი არამარტო ამ ოჯახის, არამედ მთელი საქართველოს ტკივილი და ტრაგედიაა. ყველას კარგად გვახსოვს, იმ მძიმე დღეებმა როგორ გაგვაერთიანა ჩვენ აფხაზ და-ძმებთან და დღევანდელი დღეც ამ ერთობის ერთგვარი გაგრძელებაა.მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი კობახიძეს და ჯანდაცვის მინისტრს, ბატონ მიხეილ სარჯველაძეს ამ პროცესში თანამონაწილეობისა და მხარდაჭერისთვის“, - განაცხადა ლევან მგალობლიშვილმა.



 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

07 ნოემბერი, 2025

აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სახელობითი სტიპენდიების მფლობელები დააჯილდოვდნენ

ვრცლად

Item 1

07 ნოემბერი, 2025

აფხაზეთის ა/რ ჯანდაცვის სამინისტროს სასწრაფო დახმარების მანქანა გადაეცა

ვრცლად

Item 1

07 ნოემბერი, 2025

გურამ ოდიშარიას რომანის ბულგარულ ენოვანი გამოცემის პრეზენტაცია გაიმართა

ვრცლად