სიახლეები

05 აპრილი, 2023

მწერალთა სახლში საზოგადო მოღვაწის, მწერლისა და პუბლიცისტის რაფიელ გელანტიას წიგნის პრეზენტაცია გაიმართა


„ამბები კაცისა, რომელიც აფხაზეთში დარჩა“ რაფიელ გელანტიას ბოლო, ყველაზე მოცულობითი ნაშრომია, რომლის საზოგადოებისთვის წარდგენაც, სამწუხაროდ, მან ვერ მოასწრო.

წიგნი ეძღვნება აფხაზეთის ტრაგიკულ მოვლენებს, საქართველოს შვილებს, აფხაზეთში დარჩენილ იმ ადამიანებს, რომლებიც დღემდე არიან  ჩვენი სამშობლოს უიარაღო გუშაგები.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ აფხაზეთის მთავრობისა და ხელისუფლების წარმომადგენლები, მწერლები, პუბლიცისტები და რაფიელ გელანტიას შემოქმედების სხვა თაყვანისმცემლები. გამომსვლელებმა მაღალი შეფასება მისცეს რაფიელ გელანტიას ნაშრომს. აღინიშნა, რომ წიგნში მოცემული თეზისები სწორედ ისაა, რაც უნდა იქნას გამოყენებული იმ პოლიტიკის განხორციელებაში, რომელსაც სამშვიდობო პოლიტიკა ქვია.

პრეზენტაცია  საქართველოს მწერალთა და შემოქმედებითი კავშირის, მწერალთა, ხელოვანთა და საზოგადო მოღვაწეთა საერთაშორისო აკადემია „გულანის“ ინიცირებითა და ორგანიზებით შედგა.

 

https://youtu.be/2dTnuUO8zms

 

 

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

04 ივნისი, 2025

თეა ახვლედიანი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებს შეხვდა

ვრცლად

Item 1

04 ივნისი, 2025

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო იძულებით გადაადგილებულ 2000-ზე მ...

ვრცლად

Item 1

04 ივნისი, 2025

გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართ...

ვრცლად