სიახლეები

21 მარტი, 2025

ლევან მგალობლიშვილმა აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის ჟურნალისტებს პროფესიული დღე მიულოცა და ახლადგახსნილი სატელევიზიო სივრცეები დაათვალიერა


➡ქართული ჟურნალისტიკის დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკურ ცენტრს ეწვია და ეს დღე ცენტრში მომუშავე ჟურნალისტებს პირადად მიულოცა.
➡ლევან მგალობლიშვილმა ცენტრის ჟურნალისტებს პროფესიული წინსვლა უსურვა და სამშვიდობო პროცესებში მათ ჩართულობას და საქმიანობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
➡ გულიადა ჭკადუა და ენემეო სიდიანი მრავალწლიანი და ნაყოფიერი საქმიანობისთვის აფხაზეთის მთავრობის სახელით მადლობის სიგელებით დააჯილდოვდნენ.
➡აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკურმა ცენტრმა სიმბოლურად ქართული ჟურნალისტიკის დღეს ახალი სატელევიზიო სტუდიები გახსნა.
➡მთავრობის თავმჯდომარემ ახალი სივრცეები დაათვალიერა და დაგეგმილი მედიაპროექტების შინაარსით დაინტერესდა. უახლოეს პერიოდში ახლადგახსნილ სივრცეებში აქტიურად დაიწყება სამშვიდობო პროექტების,ნდობის აღდგენისა და შერიგების პროცესისკენ მიმართული გადაცემების ჩაწერა.



 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

21 სექტემბერი, 2026

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში პირველკურსელთა მიღებისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა

ვრცლად

Item 1

21 სექტემბერი, 2026

გიორგი ჯინჭარაძე რეზიდენტურის პროგრამის მონაწილე სტუდენტებს შეხვდა

ვრცლად

Item 1

21 სექტემბერი, 2026

ბათუმში „საერთაშორისო პლენერი მშვიდობისთვის 2026-ის“ შემაჯამებელი გამოფენა გაიმართა

ვრცლად