სიახლეები

14 თებერვალი, 2025

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობა თურქეთში არჩევნებს ვერ ჩაატარებს


➡️ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობა თურქეთში არჩევნებს ვერ ჩაატარებს. როგორც ირკვევა, თურქეთის ხელისუფლებამ აფხაზურ დიასპორას თურქეთის ტერიტორიაზე ე.წ არჩევნების ჩატარება აუკრძალა. ქალაქ საქარიაში "საარჩევნო უბანი“ აღარ გაიხსნება. უბნის ვერ გახსნის ოფიციალურ მიზეზებს აფხაზები ვერ ასახელებენ. დაიწერა მხოლოდ ის, რომ "საქარიაში არჩევნები არ ჩატარდება, კომისიის წევრები გაწვეულები არიან“.
➡️"არჩევნების" შესაძლო ჩატარების საკითხი აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარემ ლევან მგალობლიშვილმა თურქეთის ელჩთან შეხვედრაზეც განიხილა და მიიღო პირობა, რომ "არჩევნებს" დე ფაქტო მთავრობა საქარიაში ვერ ჩაატარებდა.
➡️თურქეთს შესაბამისი ნოტა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომაც გაუგზავნა.
➡️აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობა 4 წლის წინაც გეგმავდა სტამბოლში საარჩევნო უბნის გახსნას, თუმცა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების ჩარევით უბანი არც მაშინ გაიხსნა.
➡️ოკუპირებულ აფხაზეთში ვადამდელი "საპრეზიდენტო არჩევნები“ ხვალ, 15 თებერვალს ჩატარდება. თურქეთის რესპუბლიკაში 200-დან 300 ათასამდე აფხაზი ცხოვრობს.

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

12 იანვარი, 2026

აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრი სოხუმის უნივერისტეტის რექტორს შეხვდა

ვრცლად

Item 1

12 იანვარი, 2026

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან მოქალაქეთა მიღება განახლდა

ვრცლად

Item 1

08 იანვარი, 2026

თბილისის ქუჩებში ტრადიციული საშობაო მსვლელობა გაიმართა

ვრცლად