სიახლეები

10 აპრილი, 2023

ცოდნაზე დაფუძნებული ახალგაზრდული ხედვა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხებში


აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მომსახურების სააგენტოს ორგანიზებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროსა და ქართველთა და აფხაზთა ერთობის საზოგადოებასთან „ერთობა ხვალისთვის“ თანამშრომლობით, ქალაქ თელავში, ჩატარდა 3-დღიანი ტრენინგი „ცოდნაზე დაფუძნებული ახალგაზრდული ხედვა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხებში“.

პროექტში მონაწილეობა მიიღო 20-მდე დაინტერესებულმა ბენეფიციარმა, მათ შორის, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულმა ახალგაზრდებმა და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა.

პროექტის მიზანს წარმოადგენდა პოზიტიური ურთიერთობების გაღრმავების საფუძვლის შექმნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული ახალგაზრდებისთვის და მათი ჩართულობის ხელშეწყობა მშვიდობის მშენებლობის პროცესებში; ბენეფიციართა ინფორმირებულობის გაზრდა ქართულ-აფხაზური ურთიერთობების შესახებ, მათი დამეგობრება და მომავალში ერთობლივ პროექტებში მონაწილეობისთვის მოტივაციის ამაღლება.

დავით ფაცაციამ და  ქართველთა და აფხაზთა ერთობის საზოგადოება “ერთობა ხვალისთვის” თავმჯდომარე გიორგი შერვაშიძემ პროექტის მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცეს.

https://youtu.be/RuFL0LbGnAc

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

05 მარტი, 2026

აფხაზეთის ა.რ იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროსა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის მემ...

ვრცლად

Item 1

04 მარტი, 2026

“მადლობა იტალიელ ოჯახებს დევნილი ახალგაზრდებისგან” - აფხაზეთის საინფორმაციო ცენტრის მიერ მომზადებული...

ვრცლად

Item 1

04 მარტი, 2026

საქართველოს მწერალთა სახლში ნინო მირცხულავას წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

ვრცლად