სიახლეები

21 აპრილი, 2023

რუსლან აბაშიძემ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2022 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში აფხაზეთის მთავრობის მიერ 2022 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა. მთავრობის თავმჯდომარემ აფხაზეთის მთავრობის ძირითად მიმართულებებზე – ინსტიტუციურ განვითარებაზე, დევნილთა უფლებებსა და სამოქალაქო ინტეგრაციაზე ისაუბრა. საუბარი შეეხო მთავრობის სოციალურ ეკონომიკურ პრიორიტეტებს ჯანმრთელობის დაცვის, განათლებისა და კულტურის, ეკონომიკური საქმიანობის მხარდაჭერის, სოციალური უზრუნველყოფის და სპორტის და ახალგაზრდობის მიმართულებებით. ისაუბრა ასევე იმ პროგრამებზე, რომელთა დაფინასება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან ხორციელდება. შეხვედრის ფარგლებში აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ აფხაზეთის წარმომადგენლობითი ორგანოს შეკითხვებს უპასუხა.

https://youtu.be/7SxF1xAGLBQ

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

12 იანვარი, 2026

აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრი სოხუმის უნივერისტეტის რექტორს შეხვდა

ვრცლად

Item 1

12 იანვარი, 2026

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან მოქალაქეთა მიღება განახლდა

ვრცლად

Item 1

08 იანვარი, 2026

თბილისის ქუჩებში ტრადიციული საშობაო მსვლელობა გაიმართა

ვრცლად