აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი
აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი
სიახლეები
22 ნოემბერი, 2024
,,აფხაზეთში საინტერესო, რთული და წინააღმდეგობრივი პროცესები მიდის და მათი ანალიზი, გააზრება არის აუცილებელი იმისათვის, რომ ჩვენ გვქონდეს სწორი პოლიტიკა ოკუპირებულ ტერიტორიასთან მიმართებაში”-ჯემალ გამახარია
ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ,,მედიაცენტრ მთავარში” აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ჯემალ გამახარიამ ისაუბრა. მან არსებულ სიტუაციასა და ახალ დე ფაქტო არჩევნებზე გაამახვილა ყურადღება.
ჯემალ გამახარიამ აღნიშნა, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში ახალი ე.წ არჩევნები დიდი ალბათობით, 15 ან 16 თებერვალს გაიმართება .
,,აფხაზეთში საინტერესო, რთული და წინააღმდეგობრივი პროცესები მიდის და მათი ანალიზი, გააზრება არის აუცილებელი იმისათვის, რომ ჩვენ გვქონდეს სწორი პოლიტიკა ოკუპირებულ ტერიტორიასთან მიმართებაში”, - აღნიშნავს ჯემალ გამახარია. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე რამდენიმე გარემოებაზე საუბრობს და ფიქრობს, რომ რუსეთი ფსონს კვლავ ასლან ბჟანიაზე დებს.
იხილეთ ვრცლად:
მსგავსი სიახლეები
05 მარტი, 2026
აფხაზეთის ა.რ იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროსა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის მემ...
04 მარტი, 2026
“მადლობა იტალიელ ოჯახებს დევნილი ახალგაზრდებისგან” - აფხაზეთის საინფორმაციო ცენტრის მიერ მომზადებული...