სიახლეები

22 ნოემბერი, 2024

ტელევიზიის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ლევან მგალობლიშვილის აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკურ ცენტრში სტუმრობას IMEDINEWS.GE ეხმაურება


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი ტელევიზიის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკურ ცენტრს ესტუმრა. ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

ლევან მგალობლიშვილის თქმით, ტელევიზია უმნიშვნელოვანესი შესაძლებლობაა საზოგადოებრივი აზრის ფორმირების პროცესში.

„ვულოცავ ყველა ეროვნული მაუწყებელს და ჟურნალისტს ტელევიზიის საერთაშორისო დღეს!
ტელევიზია უმნიშვნელოვანესი შესაძლებლობაა საზოგადოებრივი აზრის ფორმირების პროცესში - სწორედ ტელევიზიის საერთაშორისო დღეს ვესტუმრე აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკურ ცენტრს, რომელიც თავის დროზე აფხაზეთის ტელევიზიის ბაზაზე დაფუძნდა, დღეს კი ტელეკომპანია აფხაზეთის ხმის ეთერში მაუწყებლობს და აფხაზეთის თემატიკასთან დაკავშირებული სატელევიზიო პროდუქტს ქმნის, მადლობას ვუხდი თითოეულ თანამშრომელს“, - განაცხადა მგალობლიშვილმა.

1996 წელს პირველ მსოფლიო სატელევიზიო ფორუმზე გაერომ ტელევიზიის მსოფლიო დღე დააწესა, რომელიც ყოველწლიურად 21 ნოემბერს აღინიშნება.

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

02 აპრილი, 2025

ლევან მგალობლიშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

ვრცლად

Item 1

02 აპრილი, 2025

აფხაზეთის საინფორმაციო ანალიტიკური ცენტრის შემეცნებით-საგანმანათლებლო პროექტი „გაკვეთილი აფხაზეთი“ წ...

ვრცლად

Item 1

01 აპრილი, 2025

თბილისის მე-20 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საგანმანათლებლო პროექტი "გაკვეთილი აფხაზეთი" მოი...

ვრცლად