
აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი
აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი
სიახლეები
19 ნოემბერი, 2024
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ თანამდებობა დატოვა
გუშინ გვიან ღამით ოკუპირებულ აფხაზეთში დასრულდა ე.წ ოპოზიციისა და ე.წ მოქმედი ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრა, რომლის შედეგადაც ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტმა გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო.
ე.წ. ხელისუფლებისა და ე.წ. ოპოზიციის წარმომადგენლებმა მოლაპარაკებების შემდეგ ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც:
1. აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ასლან ბჟანია თანამდებობიდან გადადგა.
2. ე.წ. სამთავრობო შენობების კომპლექსის ტერიტორიაზე და შიგნით შეკრებილი მოქალაქეები 2024 წლის 19 ნოემბერს დაიშლებიან. ამ პუნქტის შეუსრულებლობის შემთხვევაში აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ბჟანია უკან გამოითხოვს გადადგომის წერილს.
3. ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტი 2024 წლის 19 ნოემბერს განიხილავს აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ბჟანიას განცხადებას გადადგომაზე.
4. ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ხდება აფხაზეთის რესპუბლიკის ე.წ. ვიცე-პრეზიდენტი ბადრა გუნბა.
5. „აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ბადრა გუნბა თანამდებობიდან გაათავისუფლებს პრემიერმინისტრ ალექსანდრ ანქვაბს, მის ადგილს დაინიშნება ვალერი ბგანბა“
ამჟამინდელი „მინისტრები“ აფხაზეთის რესპუბლიკის ახლად არჩეული „პრეზიდენტის“ თანამდებობაზე მოსვლამდე გააგრძელებენ საქმიანობას.
ე.წ პრეზიდენტის მოვალეობას შეასრულებს ე.წ ვიცე-პრეზიდენტი ბადრა გუნბა. სხვა მინისტრები რჩებიან მოვალების შემსრულებლად.
რაც შეეხება ე.წ არჩევნებს ამასთან დაკავშირებით საუბარი არ არის, თუმცა, სავარაუდოდ, ეს ცვლილებები სწორედ იმიტომ განხორციელდა, რომ ჩაინიშნოს ვადამდელი არჩევნები. ასევე შეთანხმებაში არ არის ნახსენები თუ რას უპირებენ „ინვესტიციების შესახებ კანონს".
მსგავსი სიახლეები
02 აპრილი, 2025
ლევან მგალობლიშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
02 აპრილი, 2025
აფხაზეთის საინფორმაციო ანალიტიკური ცენტრის შემეცნებით-საგანმანათლებლო პროექტი „გაკვეთილი აფხაზეთი“ წ...
01 აპრილი, 2025
თბილისის მე-20 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საგანმანათლებლო პროექტი "გაკვეთილი აფხაზეთი" მოი...