სიახლეები

22 ოქტომბერი, 2024

ლევან მგალობლიშვილის განცხადებით ანაკლიის პორტში დასაქმებას აფხაზეთში მცხოვრები პირებიც შეძლებენ


 აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი ანაკლიაში, ღრმაწყლოვანი ნავსადგურის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირება-მშენებლობის დაწყების აღსანიშნავ ღონისძიებას დაესწრო.

დღეს ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის წყლის ინფრასტრუქტურის მშენებლობა დაიწყო.ეს არის უმნიშვნელოვანესი პროექტი სრულიად საქართველოსთვის, განსაკუთრებით კი დროებით ოკუპირებული მოსახლეობისთვის, რადგან აქ დასაქმებას შეძლებენ ჩვენი მოქალაქეები აფხაზეთიდანაც.მოხარული ვარ, რომ მომეცა შესაძლებლობა დავსწრებოდი ისტორიული პროექტის დაწყებას და პირადად მიმეღო მონაწილეობა ამ დიდ საქმეში.მადლობა ჩვენს მთავრობას და პოლიტიკურ გუნდს სტაბილურობისა და ქვეყნის ეკონომიკური სიძლიერისთვის გადადგმული ნაბიჯებისთვის“- წერს აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი.
 ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის ინფრასტრუქტურის პროექტირება-მშენებლობას, კერძოდ, ნავსადგურის აკვატორიის ზღვის ფსკერის დაღრმავებას და "ტალღმტეხელის" მოწყობის სამუშაოებს ბელგიური კომპანია „Jan De Nul N.V.“ ასრულებს, რომელიც სწორედ საზღვაო-სამშენებლო სამუშაოებზეა სპეციალიზებული და მსოფლიოში არაერთი მსგავსი მასშტაბური პროექტი აქვს განხორციელებული.

 მშენებლობის პროცესში, სამშენებლო და ლოგისტიკურ სამუშაოებზე 500-მდე ადამიანი დასაქმდება, პორტის პირველი ფაზის გამტარუნარიანობა წელიწადში 600 ათასი კონტეინერი იქნება, საორიენტაციო საინვესტიციო ღირებულება კი 600 მლნ დოლარს შეადგენს. პროექტის მიხედვით, ანაკლიის ახალი ნავსადგური პირველი გემების მიღებას 2029 წელს შეძლებს.

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

06 აგვისტო, 2025

გიორგი ჯინჭარაძემ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორთან სამუშაო შეხვედრა გამართა

ვრცლად

Item 1

04 აგვისტო, 2025

აფხაზეთის ა/რ მთავრობა აფხაზეთის სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგსა და სამედიცინო პერსონალთან შ...

ვრცლად

Item 1

04 აგვისტო, 2025

აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარემ ფოთში, დევნილ მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა

ვრცლად