სიახლეები

13 ოქტომბერი, 2024

ლევან მგალობლიშვილი ქალაქ ფოთში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა (+video)


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი, ფოთის მერი ბექა ვაჭარაძე და "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ფოთის, ხობისა და სენაკის დელეგატი გიორგი ხახუბია, დევნილთა დასახლებაში აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას შეხვდნენ.
აფხაზეთის მთავრობისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს, დროებით იძულებით გადაადგილებულ მოსახლეობას სამომავლო გეგმები გააცნეს და მათი მოსაზრებები მოისმინეს.
"ჩემი მთავრობის თავმჯდომარეობის ფორმატში პირველად ვესტუმრე ფოთს და დელეგატთან, ბატონ გიორგი ხახუბიასთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მოსახლეობას შევხვდი. ძალიან თბილი მიღება იყო და მინდა, მადლობა გადავუხადო მათ. ასევე მადლობა მინდა, გადავუხადო ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს ჩვენი დევნილი მოსახლეობისთვის ყოველდღიურად გვერდში დგომისთვის", - განაცხადა ლევან მგალობლიშვილმა.




 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

12 იანვარი, 2026

აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრი სოხუმის უნივერისტეტის რექტორს შეხვდა

ვრცლად

Item 1

12 იანვარი, 2026

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან მოქალაქეთა მიღება განახლდა

ვრცლად

Item 1

08 იანვარი, 2026

თბილისის ქუჩებში ტრადიციული საშობაო მსვლელობა გაიმართა

ვრცლად