სიახლეები

08 ოქტომბერი, 2024

სოხუმისა და ნეაპოლის უნივერსიტეტებს შორის მემორანდუმი გაფორმდა


 სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ფედერიკო მე-2-ს სახელობის ნეაპოლის უნივერსიტეტთან მემორანდუმი გააფორმა. თანამშრომლობა ორ სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაცვლით სასწავლო პროგრამებს, სამეცნიერო ურთიერთობებს, დიპლომატიურ ინიციატივებს მოიცავს.
 ევროპის უძველესი, 800 წლიანი ისტორიის მქონე ნეაპოლის საუნივერსიტეტო დელეგაციას რექტორი, პროფესორი მატეო ლორიტო ხელმძღვანელობდა, რომელსაც დესპანის საპატიო წოდება მიენიჭა და საპატიო მედლით „სოხუმელი” დაჯილდოვდა. თავის მხრივ, იტალიელთა დელეგაციამ სოხუმის უნივერსიტეტის რექტორს უმაღლესი საუნივერსიტეტო ჯილდო – მეფე ფედერიკო II-ის მედალი გადასცა.
საზეიმო შეხვედრას აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს წევრები და საქართველოში იტალიის საელჩოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

05 მარტი, 2026

დევნილი მეწარმე ქალები აფხაზეთისთვის

ვრცლად

Item 1

05 მარტი, 2026

აფხაზეთის ა.რ მთავრობის თავმჯდომარე დევნილ მეწარმე ქალბატონებს შეხვდა

ვრცლად

Item 1

05 მარტი, 2026

აფხაზეთის ა.რ იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროსა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის მემ...

ვრცლად