სიახლეები

07 ოქტომბერი, 2024

ემიგრაციაში მყოფი დევნილებისთვის საარჩევნო რეგისტრაციის ვადა დღეს იწურება -ცესკოს დადგენილება


 საზღვარგარეთ მყოფმა ამომრჩევლებმა, რომელთა რეგისტრაციის მისამართი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით ოკუპირებულ ტერიტორიაზეა ან გაურკვეველია, არჩევნებში მონაწილეობისთვის რეგისტრაცია 7 ოქტომბრის ჩათვლით უნდა გაიარონ. ამის შესახებ ცესკოს დადგენილებაში ვკითხულობთ.

 "26 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნებისთვის სხვა სახელმწიფოში შექმნილ საარჩევნო უბნის ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში დამატებით შევლენ ზემოაღნიშნული კატეგორიის ამომრჩევლები, რომლებიც 7 ოქტომბრის ჩათვლით დგანან საკონსულო აღრიცხვაზე. ასევე ამომრჩევლები, რომლებიც არ დგანან საკონსულო აღრიცხვაზე, მაგრამ 7 ოქტომბრის ჩათვლით რეგისტრაციას გაივლიან სხვა სახელმწიფოში შექმნილ საუბნო საარჩევნო კომისიაში, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში. ამასთან, მათ უნდა ჰქონდეთ, იურიდიული ძალის მქონე, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი", - აღნიშნულია ინფორმაციაში. 
 ცნობისთვის, ოპოზიციის მიერ წარდგენილ დადგენილების პროექტზე ცესკომ 5 ოქტომბერს გამართულ სხდომაზე გადაწყვეტილება ერთხმად მიიღო.


 შეგახსენებთ, საზღვარგარეთ მცხოვრები დევნილების ნაწილი ამბობს, რომ ამომრჩეველთა ერთიან საარჩევნო სიაში ვერ მოხვდა. მათი განმარტებით, ისინი რეგისტრირებული არიან საქართველოს საკონსულოებში, აქვთ ქართული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები, თუმცა, იმ მიზეზით, რომ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ფაქტობრივი მისამართი არ აქვთ და მათი რეგისტრაციის ადგილი აფხაზეთია, არჩევნებში ხმის მიცემის უფლება ეზღუდებათ.

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

12 იანვარი, 2026

აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრი სოხუმის უნივერისტეტის რექტორს შეხვდა

ვრცლად

Item 1

12 იანვარი, 2026

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან მოქალაქეთა მიღება განახლდა

ვრცლად

Item 1

08 იანვარი, 2026

თბილისის ქუჩებში ტრადიციული საშობაო მსვლელობა გაიმართა

ვრცლად