სიახლეები

02 ოქტომბერი, 2024

ერთობის ხიდი: „ქართულ-აფხაზური დიალოგი და კულტურული გაცვლა“


ასე ეწოდებოდა პროექტს, რომელიც ქალაქ ზუგდიდში 5 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ღონისძიების მიზანს წარმოადგენდა, ქართულ-აფხაზური კულტურული დიალოგის ხელშეწყობა, რაც მნიშვნელოვანია, ნდობის აღდგენისა და თანამშრომლობის განვითარებისათვის.

პროექტში მონაწილეობა მიიღო 15-მა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებმა, მათ შორის აფხაზეთიდან დევნილმა მხატვარებმა.

დასკვნით ღონისძიებაზე, რომელიც ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში გაიმართა, მოეწყო პროექტში მონაწილე მხატვართა გამოფენა და დაჯილდოება.

პროექტი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოსა და აფხაზეთის მხატვართა შემოქმედებით კავშირის ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა.

ღონისძიებას  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

05 მარტი, 2026

დევნილი მეწარმე ქალები აფხაზეთისთვის

ვრცლად

Item 1

05 მარტი, 2026

აფხაზეთის ა.რ მთავრობის თავმჯდომარე დევნილ მეწარმე ქალბატონებს შეხვდა

ვრცლად

Item 1

05 მარტი, 2026

აფხაზეთის ა.რ იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროსა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის მემ...

ვრცლად