სიახლეები

08 მაისი, 2023

პროექტი “სამოქალაქო ჩართულობის სივრცე” რეგიონებში გრძელდება


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანმა და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრმა ნანა გაბელიამ წყალტუბოს მუნიციპალიტეტში დევნილ მოზარდთა სამოქალაქო ჩართულობის სივრცე გახსნეს.

   აღნიშნული პროექტის ფარგლებში ახალგაზრდები გადამზადდებიან სამოქალაქო ინტეგრაციის, გუნდური მუშაობის, ლიდერობის, კომუნიკაციის პრინციპებისა და სხვა აქტუალური საკითხების მიმართულებებით.
პროგრამას მინისტრის აპარატი რეგიონებში დევნილ მოზარდთა მხარდაჭერისა და გაძლიერების ფარგლებში ახორციელებს.  მიღებული გამოცდილება კი მონაწილეებს განვითარებასა და სწორი უნარ-ჩვევების გამომუშავებაში შეუწყობს ხელს.

ამ დრომდე ანალოგიური საგანმანათლებლო-შემეცნებითი სივრცე წარმატებით ფუნქციონირებდა ხონის მუნიციპალიტეტში, სადაც დევნილ მოზარდთა სამოქალაქო ჩართულობის სივრცის მონაწილეებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ.

  ღონისძიებას ხონის მუნიციპალიტეტის მერი, მინისტრის აპარატისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

https://youtu.be/kQKq8BBHG4E

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

05 მარტი, 2026

აფხაზეთის ა.რ იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროსა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის მემ...

ვრცლად

Item 1

04 მარტი, 2026

“მადლობა იტალიელ ოჯახებს დევნილი ახალგაზრდებისგან” - აფხაზეთის საინფორმაციო ცენტრის მიერ მომზადებული...

ვრცლად

Item 1

04 მარტი, 2026

საქართველოს მწერალთა სახლში ნინო მირცხულავას წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

ვრცლად