აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი
აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი
სიახლეები
30 სექტემბერი, 2024
ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, გალის რაიონში 29 სექტემბერს გაჩენილი ხანძარი თითქმის ლიკვიდირებულია.
ამის შესახებ აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკურ ცენტრთან სატელეფონო
საუბრისას ენგურჰესის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ლევან მებონიამ განაცხადა.
მისი ინფორმაციით რომ ენგურჰესის სახანძრო ჯგუფი მეხანძრე-მაშველებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად მთელი ღამის განმავლობაში ებრძოდა სტიქიას, რადგან ძლიერი ქარის გამო არსებობდა საფრთხე ხანძარი საცხოვრებელ სახლებზეც გადმოსულიყო.
ლევან მებონიას თქმით, ერთობლივი სამუშაოების შედეგად, დილის 6 საათისთვის სოფელ მახუნჯიის ხანძრის ძირითადი კერები ლოკალიზებული იყო. თუმცა, რამდენიმე პატარა კერა ჯერ კიდევ არსებობს.
ინფორმაცია ოკუპირებული გალის რაიონში გაჩენილი ხანძრის შესახებ მედიაში 29 სექტემბერს გავრცელდა.
მსგავსი სიახლეები