სიახლეები

30 სექტემბერი, 2024

აფხაზეთში 1993 წლის 27 სექტემბერს განვითარებული ტრაგიკული მოვლენებიდან 31 წელი გავიდა


სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მთავრობის სხვა წევრებთან და აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალიბლიშვილთან ერთად ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალთან იმყოფებოდნენ.

 საქართველოსა და აფხაზეთის ა/რ ხელისუფლებების წარმომადგენლებმა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს და დაღუპულების ხსოვნას პატივი მიაგეს.

 27 სექტემბერს  სიონის საკათედრო ტაძარში ჯვართამაღლების წირვა სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ კათალიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრესთან, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოსთან და სამღვდელოებასთან ერთად აღავლინა.

აფხაზეთის ა/რ ხელისუფლების წარმომადგენლებმა საქართველოს ეროვნული გმირების ჟიული შარტავას, გურამ გაბესკირიას, გენო ადამიასა და თამაზ ნადარეიშვილის საფლავები გვირგვინით შეამკეს და დაღუპულების ხსოვნას პატივი მიაგეს.  

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

05 მარტი, 2026

დევნილი მეწარმე ქალები აფხაზეთისთვის

ვრცლად

Item 1

05 მარტი, 2026

აფხაზეთის ა.რ მთავრობის თავმჯდომარე დევნილ მეწარმე ქალბატონებს შეხვდა

ვრცლად

Item 1

05 მარტი, 2026

აფხაზეთის ა.რ იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროსა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის მემ...

ვრცლად