სიახლეები

23 სექტემბერი, 2024

ალექსანდრე ბერულავას სახელობის ჟურნალისტურ პრემიაზე განაცხადების მიღება დაიწყო


➡️ აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი ალექსანდრე ბერულავას სახელობის ჟურნალისტურ პრემიაზე განაცხადების მიღებას იწყებს.
აფხაზეთის ქართულ ენოვანი ტელევიზიის პირველი დირექტორის სახელობის პრემია ოთხ კატეგორიაში გაიცემა:

???? სამაუწყებლო ან ელექტრონულ მედიაშია გასული, აფხაზეთის თემაზე მომზადებული სიუჟეტი ან მულტიმედია ნამუშევარი.

???? აფხაზეთის თემაზე მომზადებული საუკეთესო სტატია ბეჭდურ ან ელექტრონულ მედიაში.

???? პრიზი მშვიდობის ჟურნალისტიკაში - გაიცემა საუკეთესო ჟურნალისტური ნაშრომისთვის, რომელიც ხელს უწყობს საქართველოში მომხდარი შეიარაღებული კონფლიქტების კონტექსტში ნდობისა და მშვიდობის აღდგენას.

???? ჟურნალისტური საქმიანობა - აფხაზეთიდან დევნილი ჟურნალისტი (კანდიდატის წარდგენის უფლება აქვს მედია ორგანიზაციებს ან ხუთკაციან საინიციატივო ჯგუფებს).


კონკურსში გამარჯვებულებს გამოავლენს სპეციალური კომისია.

❗❗❗ კონკურსში მიიღება ნამუშევრები, რომელიც ეთერში გავიდა ან დაიბეჭდა 2023 წლის 10 სექტემბრიდან 2024 წლის 1 ოქტომბრამდე. საკონკურსო ნამუშევრების წარდგენის ბოლო ვადაა 2024 წლის 1 ოქტომბერი. მასალები მიიღება შემდეგ ელექტრონულ მისამართზე - INFOABKHAZIA@GMAIL.COM

➡️ კონკურსის წესები ეყრდნობა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის პრინციპებს, ემსახურება პროფესიონალიზმითა და ეთიკის ნორმების დაცვით ისეთი მედი პროდუქტის შექმნას, რომელიც ხელს შეუწყობს აფხაზეთის კონფლიქტის, შერიგებისა და ნდობის აღდგენის პროცესისადმი ინფორმირებულობის დონის გაზრდას საზოგადოებაში.

✒️ ალექსანდრე საშა ბერულავა გახლდათ ქართველი ჟურნალისტი, მწერალი, აფხაზეთში ქართული ტელევიზიის ერთ-ერთი დამფუძნებელი და პირველი დირექტორი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს პრესსამსახურისა და სამხედრო პრესცენტრის უფროსი. დახვრიტეს აფხაზმა სეპარატისტებმა და ჩრდილოკავკასიელმა დაქირავებულმა მებრძოლებმა სოხუმის დაცემის დღეს, ჟიული შარტავასა და მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრებთან ერთად.

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

12 იანვარი, 2026

აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრი სოხუმის უნივერისტეტის რექტორს შეხვდა

ვრცლად

Item 1

12 იანვარი, 2026

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან მოქალაქეთა მიღება განახლდა

ვრცლად

Item 1

08 იანვარი, 2026

თბილისის ქუჩებში ტრადიციული საშობაო მსვლელობა გაიმართა

ვრცლად