სიახლეები

08 მაისი, 2023

ზუგდიდში საქართველოს ეროვნული გმირის, მამია ალასანიას ბიუსტი გაიხსნა


 ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინიციატივით და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ზუგდიდში საქართველოს ეროვნული გმირის, მამია ალასანიას ბიუსტი გაიხსნა.

ბიუსტი  მამია ალასანიას 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ე.წ. „ფრანგულ პარკში“ დაიდგა, სადაც განთავსებულია ეროვნული გმირების მერაბ კოსტავას და გენო ადამიას ბიუსტები, ასევე 1924 წლის აჯანყებულთა მემორიალი. ბიუსტის გახსნის ცერემონიალს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი,  ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი მამუკა წოწერია, ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურის დირექტორი კობა კობალაძე, ალასანიას ოჯახის წევრები,  ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანები, ადგილობრივი ხელისუფლების და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მამია ალასანია 1943 წლის 6 მაისს, სოფელ ანაკლიაში დაიბადა. დაამთავრა ქალაქ ზუგდიდის №1 საშუალო სკოლა. მუშაობდა თბილისში უშიშროების კომიტეტის ცენტრალურ აპარატში,  სხვადასხვა ხელმძღვანელ თანამდებობებზე.  

მამია ალასანია 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს მოკლეს. იგი, სოხუმში, ჟიული შარტავასთან, სოხუმის მერთან, გურამ გაბესკირიასა და აფხაზეთის ა/რ მთავრობის სხვა წევრებთან ერთად, აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს შენობაში იმყოფებოდა.

 წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისა და საქართველოს მთავრობის ძალისხმევით, 2017 წლის ოქტომბერში, მამია ალასანიას ნეშტი, იდენტიფიცირებულ იქნა და დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაიკრძალა.

მამია ალასანიას საქართველოს ეროვნული გმირის ორდენი 2018 წელს მიენიჭა”.

https://youtu.be/KmMkgJ9IVQI

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

02 მაისი, 2025

"რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის ეკონომიკური ანექსიის მორიგი აქტი"-თამაზ ხუბუას შეფას...

ვრცლად

Item 1

02 მაისი, 2025

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებას გამოთქვამს რუსეთის მიერ სოხუმის აეროპორტის უკანონო...

ვრცლად

Item 1

01 მაისი, 2025

ინფორმაცია ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის 31-ე კონსოლიდირებული ანგარიშის „კონფლიქტი საქართველოში“...

ვრცლად