აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი
აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი
სიახლეები
19 სექტემბერი, 2024
დევნილი ოჯახების მონიტორინგის პროცესი იწყება
დევნილთა, ეკომიგრანტთა
და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ქუთაისში, ახალაშენებულ კორპუსებში,
ბინების განაწილების მიზნით, დევნილი ოჯახების მონიტორინგის პროცესს იწყებს.
როგორც ცნობილია, ქუთაისში,
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით,
თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა
დასასრულს უახლოვდება.
ცნობილია აგრეთვე, რომ დევნილთა,
ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დევნილთა საკითხების
შემსწავლელი კომისიის მიერ დაწყებულია მუშაობა იმ დევნილი ოჯახების შესარჩევად,
რომლებსაც ამ ეტაპზე გადაეცემათ ბინები, მათი სოციალური საჭიროებებისა და სხვა
ფაქტორების მხედველობაში მიღებით.
ამავე მიზნით, 2024 წლის 15
აგვისტოს გამოქვეყნდა პირველადი შეფასება იმ ოჯახებისა, რომელთა შეფასებაც უნდა
განხორციელდეს და რომელთაგანაც უნდა შეირჩეს ის ოჯახები, ვისაც საქართველოს
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
მინისტრის №01-30/ნ ბრძანების თანახმად, ბინა პრიორიტეტულად ეკუთვნით.
მიმდინარე წლის 3 სექტემბრის
ჩათვლით პერიოდში ყველა ასეთ ოჯახს, რომლებიც იყვნენ გამოქვეყნებულ სიაში (რომელიც
ჩამოყალიბდა წარმოდგენილი განაცხადების მიხედვით), ჰქონდათ შესაძლებლობა, რომ
წარმოედგინათ დოკუმენტაცია, რომელსაც თვლიან, რომ აუცილებელია მათი საკითხის
სწორად გადასაწყვეტად.
აღნიშნულ ვადაში წარმოდგენილი
დამატებითი დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად, თავდაპირველად გამოქვეყნებულმა
სიამ განიცადა ცვლილება (ცალკეულ ოჯახთა ქულების კორექტირების საფუძველზე), რის
შედეგადაც ქვეყნდება განახლებული მონაცემები. აქ ასახულია ოჯახებისთვის მინიჭებული
ქულების ოდენობა საკითხის განხილვის ამ ეტაპისთვის.
აქვე დამატებით აღსანიშნავია, რომ
ეს არ არის საბოლოო მონაცემები და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის №01-30/ნ
ბრძანებით გათვალისწინებულია შემდგომი პროცედურების ჩატარება სიაში ასახული
მონაცემების სისწორის შესაფასებლად და დასადგენად.
მინისტრის ზემოაღნიშნული
ბრძანების მიხედვით, ამიერიდან სამინისტრომ პრიორიტეტულად უნდა შეამოწმოს სიაში
ასახული იმ ოჯახების სოციალური მდგომარეობა (განახორციელოს მონიტორინგი),
რომელთაც, ქულების რაოდენობის მხედველობაში მიღებით, პრიორიტეტულად მიეკუთვნებათ
ახალაშენებულ საცხოვრებელ სახლებში ბინები.
ამასთან, აღნიშნული პროცედურები
განხორციელდება იმ ბინების ფართობის პროპორციულად, რომელზე უფლებაც აქვთ ოჯახებს
მათი სულადობის გათვალისწინებით.
ამრიგად, ზემოაღნიშნული
გარემოებებიდან გამომდინარე, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის
გადაწყვეტილებით:
ერთოთახიანი ბინების
განაწილების მიზნით, მონიტორინგს დაექვემდებარებიან ის დევნილი ოჯახები, რომელთა
განაცხადს მინიჭებული აქვს მინიმუმ 5,5 ქულა. ასეთი ოჯახების რაოდენობა არის ამ
ეტაპზე 377, ხოლო საკუთრივ გასანაწილებელი ერთოთახიანი ბინების რაოდენობა შეადგენს
333-ს;
ოროთახიანი ბინების განაწილების
მიზნით, მონიტორინგს დაექვემდებარებიან დევნილი ოჯახები, რომელთა განაცხადს
მინიჭებული აქვს მინიმუმ 5,5 ქულა. ასეთი ოჯახების რაოდენობა არის ამ ეტაპზე 399,
ხოლო საკუთრივ გასანაწილებელი ოროთახიანი ბინების რაოდენობა შეადგენს 326-ს;
სამოთახიანი ბინების განაწილების
მიზნით, მონიტორინგს დაექვემდებარებიან დევნილი ოჯახები, რომელთა განაცხადს
მინიჭებული აქვს მინიმუმ 4.5 ქულა. ასეთი ოჯახების რაოდენობა არის ამ ეტაპზე 215,
ხოლო საკუთრივ გასანაწილებელი სამოთახიანი ბინების რაოდენობა შეადგენს 194-ს.
განსახლების პროცესის მხოლოდ
მომდევნო ეტაპზე შეიძლება იქნეს განხილული იმ იძულებით გადაადგილებული ოჯახების
საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხი, რომელთა ქულა ამ მომენტისთვის არ აღმოჩნდა
საკმარისი მონიტორინგისთვის.
შესწავლილი განაცხადები,
გადაწყვეტილების მისაღებად, დევნილთა საკითხების შემსწავლელ კომისიას წარედგინება.
ბინების განაწილების პროცესი შემდგომშიც მაქსიმალურად ღიად და გამჭვირვალედ
წარიმართება.
მსგავსი სიახლეები
22 ნოემბერი, 2024
,,აფხაზეთში საინტერესო, რთული და წინააღმდეგობრივი პროცესები მიდის და მათი ანალიზი, გააზრება არის აუც...
22 ნოემბერი, 2024
დავით მორგოშიამ მინისტრის მრჩეველი და აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დ...
22 ნოემბერი, 2024
Interpressnews-ის მიერ გამოქვეყნებული სტატია ლევან მგალობლიშვილის აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკურ...