აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი
აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი
სიახლეები
17 სექტემბერი, 2024
შავი ზღვის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში ანსამბლ "აფხაზეთის" სოლო კონცერტი გაიმართა
ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ "აფხაზეთის" სოლო კონცერტი გაიმართა. ანსამბლი "აფხაზეთი" მაყურებლის წინაშე განახლებული პროგრამით „ქორეონიკონი" წარდგა და ფესტივალის სტუმრების დიდი მოწონება დაიმსახურა.
შავი ზღვის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი, ელისო
ბოლქვაძის საქველმოქმედო ფონდ "ლირას" ორგანიზებით, წელს მეთერთმეტე სეზონს
აღნიშნავს.
დამსწრე საზოგადოებას აფხაზეთის განათლებისა და კულტურის
მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ნანა გაბელიამ მიმართა. მან ფესტივალის ორგანიზატორებს
აღნიშნული შესაძლებლობისათვის მადლობა გადაუხადა და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ქართულ-აფხაზური
კულტურის მნიშვნელობას ჩვენი ქვეყნის პოპულარიიზაციის საქმეში.
კონცერტს საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის
თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველი
მოადგილის მ/შ გიორგი ჯინჭარაძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და საპატიო
სტუმრები ესწრებოდნენ.
იხილეთ ვრცლად:
მსგავსი სიახლეები
07 ნოემბერი, 2025
აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სახელობითი სტიპენდიების მფლობელები დააჯილდოვდნენ