სიახლეები

05 სექტემბერი, 2024

თამაზ ხუბუა ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე პროცესებს აფასებს და რუსეთის მიერ დაწესებულ სანქციებს ეხმაურება


აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამაზ ხუბუა ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე პროცესებს აფასებს და რუსეთის მიერ დაწესებულ სანქციებს ეხმაურება.
როგორც ხუბუამ აფხაზეთის საინფომაციო-ანალიტიკურ ცენტრთან საუბრისას აღნიშნა აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს პროცესებისადმი მაყურებლის როლში ყოფნა არ სურს. ამ სანქციების დაწესებით კი ნათლად ჩანს რუსეთის დამოკიდებულება ოკუპირებული აფხაზეთისადმი.
 „ჩვენ არაერთხელ, 30 წლის განმავლობაში შევთავაზეთ სამთავრობო დონეზე სხვადასხვა გეგმები, განვითარების ნაბიჯები უკეთესი მომავლისაკენ, ჩართულობა მშვიდობისათვის. შექმნილია დოკუმენტი ,სადაც კონკრეტულად მითითებულია თუ რა სარგებელი ექნება აფხაზეთის ეკონომიკას თბილისთან ურთიერთობით და იმ ადამიანებს, რომლებიც იქ ცხოვრობენ.”- განაცხადა თამაზ ხუბუამ
 რაც შეეხება ოფიციალურ თბილისს თამაზ ხუბუას თქმით დე ფაქტო აფხაზეთში თბილისისთვის სასიკეთო არაფერი ხდება, გარდა იმისა , რომ პარლამენტის ზოგიერთი წევრი და საზოგადოება ცოტა უფრო მეტად გამოფხიზლდა, ვიდრე ეს ადრე იყო.

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

05 მარტი, 2026

დევნილი მეწარმე ქალები აფხაზეთისთვის

ვრცლად

Item 1

05 მარტი, 2026

აფხაზეთის ა.რ მთავრობის თავმჯდომარე დევნილ მეწარმე ქალბატონებს შეხვდა

ვრცლად

Item 1

05 მარტი, 2026

აფხაზეთის ა.რ იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროსა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის მემ...

ვრცლად