
აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი
აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი
სიახლეები
05 სექტემბერი, 2024
ჯემალ გამახარია ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობების გამწვავებას ელოდება
აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გამწვავებას ელოდება. როგორც გამახარიამ აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკურ ცენტრთან საუბარში აღნიშნა რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისთვის ამ ეტაპზე დაწესებული სანქციები საკმაოდ მძიმეა, განსაკუთრებით ე.წ საჯარო მოხელეებისთვის თანადაფინანსების კუთხით.
გამახარიას შეფასებით განათლებისა და ჯანდაცვის ,,სისტემებისთვის” დაფინანსების შეწყვეტა უმძიმესი დარტყმა იქნება დე ფაქტო ხელისუფლებისთვის და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებლებისთვის. „ბატონმა შამბამ, რომელმაც დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით ჩაატარა ბრიფინგი, განაცხადა რომ რუსეთიდან მხოლოდ ელექტროენერგიის შესყიდვას დასჭირდება აფხაზეთის ბიუჯეტის ნახევარი, რაც თავის მხრივ უმძიმესი ფაქტი იქნება ოკუპირებული რეგიონისთვის“ - ამბობს გამახარია და ასევე საუბრობს ე.წ აპარტამენტების შესახებ „ კანონის” მოწინააღმდეგეებისთვის რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთმევაზე და მიიჩნევს, რომ ფაქტი რუსეთსა და დე ფაქტო აფხაზეთის მთავრობას შორის ურთიერთოებებს მინიმუმამდე დაიყვანს.
„აფხაზებისთვის ურთიერთობების დარეგულირება
ნიშნავს რუსეთის კმაყოფაზე შეუფერხებლად ყოფნას, ხოლო რუსეთი თავის მხრივ ამ ყველაფერს
აფხაზეთის საბოლოო ანექსიისთვის აკეთებს. ეს ორი მიზანი კი ერთთმანეთთან შეუთავსებელია.
ჩვენ ველოდებით ვითარების კიდევ უფრო გამწვავებას”- აცადებს გამახარია.
მსგავსი სიახლეები
19 აპრილი, 2025
აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!
19 აპრილი, 2025
აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრმა ლაშა ქარდავამ დროებით დევნილ ოჯახებს სააღდგომო ნობათები გადასცა
19 აპრილი, 2025
წმინდა მოწამე ვასილისკოს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, მღვდელი გიორგი შენგელაია საზოგადოებას აღდგომი...