სიახლეები

04 სექტემბერი, 2024

აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე ლევან მგალობლიშვილია წარდგენილი


აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭო აფხაზეთის ა/რ  მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე ლევან მგალობლიშვილს  წარადგენს.  ლევან მგალობლიშვილი უკვე შეხვდა  უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს ჯემალ გამახარიასა და დეპუტატებს. 

სწორედ აღნიშნულ კანდიდატურასთან დაკავშირებით გაიმართება კონსულტაციები აფხაზეთის უმაღლეს საბჭოსა და ცენტრალურ მთავრობას შორის.

 ლევან მგალობლიშვილი მეცხრე და მეათე მოწვევის  საქართველოს პარლამენტის წევრია.  პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო“. სხვადასხვა წლებში  გახლდათ თბილისის საკრებულოსა და მთავროის აპარატი კონტროლის სამსახურის უფროსი. 2005–2006 წლებში მუშაობდა თბილისის მერიის დაქვემდებარებაში არსებული კომპანია, შპს შუქნიშნებისდირექტორად.  2010–2013 წლებში გახლდათ თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის სამდივნოს უფროს.

დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების სპეციალობით და  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი  სოხუმის ფილიალი სამართალმცოდნეობის მიმართულებით.

დაბადებულია ქალაქ სოხუმში. ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.

შეგახსებეთ,   აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის პოსტი  რუსლან აბაშიძემ დღეს საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. 

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

12 იანვარი, 2026

აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრი სოხუმის უნივერისტეტის რექტორს შეხვდა

ვრცლად

Item 1

12 იანვარი, 2026

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან მოქალაქეთა მიღება განახლდა

ვრცლად

Item 1

08 იანვარი, 2026

თბილისის ქუჩებში ტრადიციული საშობაო მსვლელობა გაიმართა

ვრცლად