სიახლეები

04 სექტემბერი, 2024

პრემიერი იმ კრიტერიუმებს ასახელებს,რომლის მიხედვითაც აფხაზეთის ა/რ მთავრობის ახალი თავმჯდომარე შეირჩევა


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ის კრიტერიუმები დაასახელა, რომელსაც აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე უნდა აკმაყოფილებდეს. როგორც კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის კითხვის საპასუხოდ განაცხადა ახალ თავმჯდომარესთან დაკავშირებით არსებითი კონსულტაციებია საჭირო აფხაზეთის ა/რ უმაღლეს საბჭოსთან.
  ,,არ გავუსწრებ წინ მოვლენებს, არსებითად არის საჭირო კონსულტაციები აფხაზეთის ა/რ უმაღლეს საბჭოსთან. დაველოდებით კონსულტაციებს, ამის შემდეგ შეიძლება კონკრეტულ კანდიდატებზე ვისაუბროთ. თუმცა კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ რაც შეიძლება მალე უნდა წარიმართოს ეს პროცესი. ასეა ეს სასურველი. რაც შეეხება კრიტერიუმებს - რა თქმა უნდა კრიტერიუმი უნდა იყოს გამოცდილება, უნდა იყოს კომპეტენცია, უნდა იყოს კეთილსინდისიერება და რა თქმა უნდა ამ ადამიანს გული უნდა შესტკივოდეს საქართველოსა და აფხაზეთზე. ეს არის მთავარი კრიტერიუმები რაც ჩვენ უნდა მივიღოთ მხედველობაში’- განაცხადა კობახიძემ.
 კითხვაზე რა სახის ცვლილებები იგეგმება დევნილებთან და ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებულ პოლიტიკაში პრემიერ-მინისტრი პასუხობს, რომ მუშაობა ყველა მიმართულებით გასააქტიურებელია.
  ,,ყველა მიმართულებით გასააქტიურებელია მუშაობა, მოგეხსენებათ თვითონ მთავრობის პრეროგატივაცაა ეს ყველაფერი და ჩვენც მაქსიმუმს გავაკეთებთ. საზოგადოებამ იცის რომ კონკრეტული ინციატივები არის იგივე განსახლების პროცესში, თუმცა ესეც არ არის საკმარისი. მაქსიმალურად გავაქტიურდებით ამ მიმართულებით და ბუნებრივია აფხაზეთის მთავრობაც კიდევ უფრო უნდა გააქტიურდეს“- განაცხადა კობახიძემ.
 შეგახსენებთ, ხუთწლიანი თავმჯდომარეობის შემდეგ რუსლან აბაშიძემ აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის პოსტი დატოვა. გადაწყვეტილების შესახებ მან საზოგადოებას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული წერილით აცნობა.

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

04 ივნისი, 2025

თეა ახვლედიანი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებს შეხვდა

ვრცლად

Item 1

04 ივნისი, 2025

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო იძულებით გადაადგილებულ 2000-ზე მ...

ვრცლად

Item 1

04 ივნისი, 2025

გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართ...

ვრცლად