სიახლეები

23 მაისი, 2023

ოკუპირებული ტერიტორიიდან დევნილ პირებს ზუგდიდსა და ჩხოროწყუში მრავალპროფილური სკრინინგული გამოკვლევები ჩაუტარდათ


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში მოქმედი პროგრამის ფარგლებში  ოკუპირებული ტერიტორიიდან დევნილ პირებს ზუგდიდსა და ჩხოროწყუში  მრავალპროფილური სკრინინგული გამოკვლევები ჩაუტარდათ.

ბენეფიციარებს 10-ზე მეტი სხვადასხვა პროფილის, მაღალკვალიფიციური ექიმ სპეციალისტის კონსულტაცია და სხვადასხვა დიაგნოსტიკური კვლევები უფასოდ ჩაუტარდათ, ასევე ექიმის დანიშნულების შესაბამისად საჭირო მედიკამენტები უსასყიდლოდ გადაეცათ.

სამინისტროს ორგანიზებით, ღონისძიებაში მონაწილეობა თბილისის წამყვანი კლინიკების მაღალკვალიფიციურმა სპეციალისტებმა მიიღეს.

მომსახურება ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან დევნილმა 400-მდე პირმა მიიღო.

ღონისძიებების მიმდინარეობას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ლევან ჩაკვეტაძე და სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

https://youtu.be/chZWuqU9W5Y

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

05 მარტი, 2026

აფხაზეთის ა.რ იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროსა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის მემ...

ვრცლად

Item 1

04 მარტი, 2026

“მადლობა იტალიელ ოჯახებს დევნილი ახალგაზრდებისგან” - აფხაზეთის საინფორმაციო ცენტრის მიერ მომზადებული...

ვრცლად

Item 1

04 მარტი, 2026

საქართველოს მწერალთა სახლში ნინო მირცხულავას წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

ვრცლად