სიახლეები

19 აგვისტო, 2024

როდოსის საერთაშორისო ბანაკის მონაწილეები როდოსის მიტროპოლიტმა კირილე II-მ მიიღო


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოს დირექტორი სალომე დოლიძე, როდოსის საერთაშორისო ბანაკის მონაწილეებთან ერთად, როდოსის მიტროპოლიტმა კირილე II-მ მიიღო.

ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

მათი ცნობით, სალომე დოლიძემ როდოსის მიტროპოლიტ კირილე II-ს აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისთვის საერთაშორისო ბანაკის განხორციელების ხელშეწყობისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„როდოსის მიტროპოლიტმა კირილე II-მ საბერძნეთსა და საქართველოს შორის მჭიდრო კავშირებზე ისაუბრა, ბანაკის მონაწილე ახალგაზრდები დალოცა და მათ წარმატებები უსურვა.

საერთაშორისო ბანაკი კუნძულ როდოსზე, აფხაზეთიდან დევნილი 12-დან 14 წლამდე ახალგაზრდებისთვის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოს, აფხაზეთის სულიერი განვითარებისა და ეროვნული ფასეულობების დაცვის ცენტრისა და როდოსის მიტროპოლიის ერთობლივი ორგანიზებით, სს - ,,მეტრო ავრასია ინვესთმენთ ჯორჯიას“ მხარდაჭერით მიმდინარეობს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

05 მარტი, 2026

დევნილი მეწარმე ქალები აფხაზეთისთვის

ვრცლად

Item 1

05 მარტი, 2026

აფხაზეთის ა.რ მთავრობის თავმჯდომარე დევნილ მეწარმე ქალბატონებს შეხვდა

ვრცლად

Item 1

05 მარტი, 2026

აფხაზეთის ა.რ იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროსა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის მემ...

ვრცლად