სიახლეები

23 მაისი, 2023

აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში ჯანდაცვის მინისტრს- ლევან ჩაკვეტაძეს მოუსმინეს


უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე ინტერპელაციის წესით აფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს მოუსმინეს, რომელმაც პასუხი გასცა დეპუტატების მიერ წინასწარ წერილობით დასმულ შეკითხვებზე.

ლევან ჩაკვეტაძემ ასევე ისაუბრა სამინისტროს საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე, ჯანდაცვის სფეროს გამოწვევებზე, დევნილთა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ პირთა ხარისხიან სამედიცინო სერვისებზე,  ფინანსურ და ტერიტორიულ ხელმისაწვდომობაზე, ასევე ამ მიმართულებით არსებულ სხვადასხვა პრობლემებზე.

მოსმენის მეორე ნაწილი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

ძირითადი შეკითხვები აფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთვის დამატებით ფინანსური რესურსის მოძიებასთან დაკავშირებით დაისვა.

როგორც დეპუტატები აღნიშნავენ აუცილებელია ჯანდაცვის უწყების ფინანსების სწორი და რაციონალურ გამოყენება და ბენეფიციართა სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე ამ უწყებისთვის ბიუჯეტის გაზრდა.   მხარეები თანხმდებიან, რომ   ყველა პროექტი უნდა იყოს  დევნილებისათვის ხელმისაწვდომი და  მათ საჭიროებებზე მორგებული.

https://youtu.be/lg4iW9nt8BY

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

10 ნოემბერი, 2025

ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებების რიგით 65-ე რაუნდი გაიმართება

ვრცლად

Item 1

07 ნოემბერი, 2025

აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სახელობითი სტიპენდიების მფლობელები დააჯილდოვდნენ

ვრცლად

Item 1

07 ნოემბერი, 2025

აფხაზეთის ა/რ ჯანდაცვის სამინისტროს სასწრაფო დახმარების მანქანა გადაეცა

ვრცლად