სიახლეები

18 ივლისი, 2024

დევნილი ოჯახებისთვის ბინების გადაცემის წესში ცვლილებები იგეგმება


დევნილი ოჯახები სახელმწიფოსგან საცხოვრებელ ბინებს ოჯახის წევრის გარდაცვალებამდე განსაზღვრული რიცხოვნობით მიიღებენ. ამის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებების დაგეგმილ კანონპროექტშია ნათქვამი, რომლის  ინიციატორი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოა.

ცვლილებების თანახმად, თუ დევნილი ოჯახის წევრი, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ან სათანადო ფულადი დახმარების თაობაზე შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოცემის შემდეგ გარდაიცვლება, ეს საცხოვრებელი ბინის ფართზე არ აისახება. უფრო კონკრეტულად კი, დევნილ ოჯახს შეუნარჩუნდება, ქულათა ის რაოდენობა, რომლის მიხედვითაც დევნილის ოჯახი უზრუნველყოფილი იქნება ისეთივე საცხოვრებლით, როგორსაც ოჯახის წევრის გარდაცვალებამდე მიიღებდა.

აღნიშნული წესი არ ვრცელდება გარდაცვლილი ერთსულიანი დევნილი ოჯახის წევრის მემკვიდრეებზე. საკანონმდებლო ცვლილებების კანონპროექტის განხილვას პარლამენტი მიმდინარე წლის სექტემბერში დაიწყებს.

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

02 ნოემბერი, 2026

"აფხაზეთის მომავალი თაობის" მოსწავლეებმა ბოხუას სახელობის კარდიოვასკულარულ ცენტრში კონფერე...

ვრცლად

Item 1

02 ნოემბერი, 2026

შავი ზღვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი გარემოსდაცვითი ღონისძიება

ვრცლად

Item 1

02 ნოემბერი, 2026

"სამედიცინო ცენტრ აფხაზეთში" უფასო სკრინინგის აქცია გაიმართა

ვრცლად