აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი
აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი
სიახლეები
12 ივლისი, 2024
დე ფაქტო აფხაზეთსა და მოსკოვს შორის ე.წ შეთანხმება-აფხაზეთის ანექსიის მორიგი მცდელობა
ტელეგრამ არხები რუსეთის ფედერაციის მთავრობასა და ოკუპირებული აფხაზეთის
ე.წ. მთავრობას შორის „შეთანხმების“ ტექსტს ავრცელებენ.
ე.წ. დოკუმენტის შინაარსი დაკავშირებულია რუსი
იურიდიული პირების მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში „საინვესტიციო“ პროექტების განხორციელებასთან.
როგორც ე.წ. შეთანხმებაშია ნათქვამი საოკუპაციო რეჟიმი იღებს „ვალდებულებას“: იურიდიულ
პირებს ანუ „რუს ინვესტორებს“ ე.წ. საინვესტიციო პროექტის განხორციელებისთვის მისცეს
მიწის ნაკვეთის სარგებლობის „უფლება“. უფრო მეტიც ე.წ. შეთანხმებაში, ასევე ნათქვამია,
რომ „ინვესტორებს“ ე.წ. საინვესტიციო პროექტის განხორციელებისას შექმნილ ობიექტზე ექნებათ
საკუთრების „უფლება“.
ე.წ. სამოქალაქო აქტივისტი
თენგიზ ჯოპუა აღნიშნავს, რომ ეს შეთანხმება ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთის ფედერაციას
შორის ქმნის უპრეცედენტო უპირატესობას უცხოელი ინვესტორებისთვის, რასაც ვერც ერთი ადგილობრივი
ვერ გაუწევს კონკურენციას.
აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკურ ცენტრთან საუბარში ა/რ უმაღლესი
საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე თამაზ ხუბუა აღნიშნავს, რომ ეს არის რუსეთის მცდელობის
გაგრძელება, რომ საბოლოოდ დაიკანონოს აფხაზეთის ტერიტორია და გადააქციოს მის ერთ-ერთ
გუბერნიად.
იხილეთ ვრცლად:
მსგავსი სიახლეები
05 ივნისი, 2026
სამგორის რაიონში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა
05 ივნისი, 2026
გაეროს გენერალურმა ასამბლეამ „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართვ...
05 ივნისი, 2026
ნახატების კონკურსის „ჩემი თვალით დანახული აფხაზეთი“ გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა