სიახლეები

23 მაისი, 2023

აფხაზეთის დღე-მთელი ქვეყნის მასშტაბით აფხაზეთისადმი მიძღვნილი ღონისძიებები იმართება


საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის მიერ  2014 წლიდან  „აფხაზეთის დღედ“ დადგენილი დღესასწაული,   ტრადიციულად მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღინიშნება საქართველოს ტერიტორიაზე.

   გამონაკლისი არც წლევანდელი აფხაზეთობა იყო. მოსალოდნელი წვიმიანი ამინდის გამო, მზიურის ამფითეატრში დაგეგმილმა ღონისძიებებმა დახურულ სივრცეში გადაინაცვლა. აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროში მოწყობილი საღამო საპატიო სტუმრებისა და საინტერესო სახეების სიმრავლით გამოირჩეოდა. 

    ფოტოგამოფენა არტგალერეაში, რომელიც ოჯახებიდან მოწოდებული ფოტოებით იყო გაფორმებული,  სტუმრებს მშვიდობიან აფხაზეთში ამოგზაურებდა. საკუთარი თავის ფოტოებზე ხილვა კი დამთვალიერებლებს წარსულის ლამაზ მოგონებებს უცოცხლებდა.

    საზეიმო ღონისძიება  კონცერტით დასრულდა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს აფხაზეთის სამხატვრო კოლექტივებმა და შემსრულებლებმა. საღამო დასამახსოვრებელი გახდა იმითაც, რომ სოხუმის მოზარდ მაყურებელთა თეატრს მისი დამაარსებლის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და საქართველოს სახალხო არტისტის,  გიორგი რატიანის სახელი მიენიჭა. 

https://youtu.be/3NXElTsZqow

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

12 იანვარი, 2026

აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრი სოხუმის უნივერისტეტის რექტორს შეხვდა

ვრცლად

Item 1

12 იანვარი, 2026

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან მოქალაქეთა მიღება განახლდა

ვრცლად

Item 1

08 იანვარი, 2026

თბილისის ქუჩებში ტრადიციული საშობაო მსვლელობა გაიმართა

ვრცლად