სიახლეები

02 ივლისი, 2024

აფხაზეთში, ოჩამჩირის რაიონის სოფელ ტამიშთან გამართული ბრძოლიდან 31 წელი გავიდა


 1993 წლის, 2 ივლისს, დაბა ტამიშთან აფხაზურმა მხარემ რუსეთის სამხედრო ხომალდით საზღვაო დესანტი გადმოსხა. დესანტი 600 კაცისგან შედგებოდა. გამთენიისას პირველი დარტყმა ტამიშში, ლაბრასა და ზემო კინთხში განლაგებულმა ქართულმა ქვედანაყოფებმა მიიღეს. მნიშვნელოვანი დანაკარგი განიცადა „დუშეთის“, „შავნაბადასა“ და „ავაზას“ ბატალიონებმა. ქართულმა მხარემ რამდენიმედღიანი ბრძოლის შედეგად, 300-მდე მებრძოლი დაკარგა. დიდი დანაკარგის მიუხედავად, ქართველმა ჯარისკაცებმა დესანტის მოგერიება და პოზიციების შენარჩუნება შეძლეს.
 ტამიშის ბრძოლები, აფხაზეთის ომის ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეპიზოდი, საქართველოს ისტორიაში შევიდა, როგორც ქართველი მეომრების თავგანწირვის, ერთიანობისა და გმირობის უდიდესი მაგალითი.
ნახეთ ვრცლად ჩვენ სიუჟეტში:

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

05 მარტი, 2026

დევნილი მეწარმე ქალები აფხაზეთისთვის

ვრცლად

Item 1

05 მარტი, 2026

აფხაზეთის ა.რ მთავრობის თავმჯდომარე დევნილ მეწარმე ქალბატონებს შეხვდა

ვრცლად

Item 1

05 მარტი, 2026

აფხაზეთის ა.რ იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროსა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის მემ...

ვრცლად