სიახლეები

23 მაისი, 2023

“აფხაზეთის დღესთან” დაკავშირებით გმირთა მოედანზე გენო ადამიას მემორიალური ბიუსტი გაიხსნა


„აფხაზეთის დღესთან“ დაკავშირებით, აფხაზეთის ომში დაღუპული ქართველი გენერალ-მაიორის, გენო ადამიას მემორიალური ბიუსტი გმირთა მოედანზე საზეიმოდ გაიხსნა. ცერემონიალს გენო ადამიას ოჯახის წევრები, ვეტერანი მეომრები, ცენტრალური და აფხაზეთის ა/რ ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. მათ საქართველოსთვის დაღუპულ მეომართა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. 

ბიუსტის ავტორი მოქანდაკე ბადრი სხულუხია. მისი ავტორობით შექმნილი გენო ადამიას  ბიუსტი ქ. ზუგდიდში, ფრანგულ პარკშიცაა განთავსებული. გენო ადამია აფხაზეთში ეროვნულ–განმათავისუფლებელი მოძრაობის აქტიური მონაწილე, აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყების შემდეგ საქართველოს შეიარაღებული ძალების 23-ე მექანიზებული ბრიგადის მეთაური იყო. მან 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის შემდეგაც განაგრძო წინააღმდეგობის გაწევა და 28 სექტემბერს კელასურის ხიდზე ბრძოლისას დაიღუპა.

https://youtu.be/jGxi1nNNQGs

 

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

08 აგვისტო, 2025

2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან - 17 წელი გავიდა

ვრცლად

Item 1

08 აგვისტო, 2025

დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში სტიქია მძვინვარებს-მდინარე ფსოუ კალაპოტიდან გადმოვიდა

ვრცლად

Item 1

08 აგვისტო, 2025

აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის, გიორგი ჯინჭარაძის კომენტარი 8 აგვისტოს დაღუპულ გმირებთან დაკავ...

ვრცლად