სიახლეები

11 ივნისი, 2024

აფხაზეთის ა/რ უმაღლეს საბჭოში აკაკი ჩხენკელის 150 წლის იუბილისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართა


 აფხაზეთის ა/რ უმაღლეს საბჭოში აკაკი ჩხენკელის 150 წლის იუბილისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართა.
ღონისძიებაზე გაიხსენეს ოქუმში დაბადებული და გაზრდილი ქართველი პოლიტიკური მოღვაწე. ისაუბრეს საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის, ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კრების წევრის, საფრანგეთში საქართველოს ელჩის აკაკი ჩხენკელის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მოღვაწეობაზე, სამშობლოს წინაშე მის ღვაწლზე.   კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს ცნობილმა მეციერებმა, უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა, აფხაზეთის მთავრობისა და დევნილი საზოგადოების წარმომადგენლებმა. პრაქტიკული კონფერენციის ორგანიზატორები აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭო და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი იყვნენ.
ღონისძიებას აკაკი ჩხენკელის შთამომავლები ესწრებოდნენ.

იხილეთ ვრცლად:

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

05 მარტი, 2026

დევნილი მეწარმე ქალები აფხაზეთისთვის

ვრცლად

Item 1

05 მარტი, 2026

აფხაზეთის ა.რ მთავრობის თავმჯდომარე დევნილ მეწარმე ქალბატონებს შეხვდა

ვრცლად

Item 1

05 მარტი, 2026

აფხაზეთის ა.რ იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროსა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის მემ...

ვრცლად