სიახლეები

10 ივნისი, 2024

რა განცხადებას აკეთებს დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია რუსეთთან ურთიერთობების აქტიურად განვითარებაზე?!


 „რუსეთსა და აფხაზეთს შორის ურთიერთობები აქტიურად ვითარდება, მიმდინარეობს ეროვნული კანონმდებლობის ჰარმონიზაცია“-განაცხადა „რია ნოვოსტისთან “ ინტერვიუში დე ფაქტო აფხაზეთის პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ, რომელიც პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობს.
„ჩვენი ურთიერთობები ხასიათდება განვითარების ძალიან მაღალი დონით, მაგრამ ამავდროულად გვაქვს განვითარების ადგილი. ამჟამად მიმდინარეობს ჩვენი კანონმდებლობის ჰარმონიზაციის პროცესი“, - განაცხადა ე.წ პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ

 დე ფაქტო პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ აფხაზეთი თავის ეკონომიკაში რუსულ ინვესტიციებს ელოდება. „ჩვენ ვაძლიერებთ თანამშრომლობას ყველა სფეროში, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მთავარი სფეროა რუსული კერძო ინვესტიციები აფხაზეთის ეკონომიკაში. ჩვენ გვინდა, რომ რუსული კაპიტალი იყოს აფხაზეთში“-ამბობს დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია 

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

24 ოქტომბერი, 2026

სოხუმის თეატრის 141-ე თეატრალური სეზონის პრემიით გაიხსნა

ვრცლად

Item 1

22 ოქტომბერი, 2026

ნაპოლეონ მესხია 1938-2026

ვრცლად

Item 1

21 ოქტომბერი, 2026

ირაკლი კობახიძე – ე.წ. სახელმწიფოები, აფხაზეთის რესპუბლიკა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა ჩვენი მხრიდა...

ვრცლად