სიახლეები

10 ივნისი, 2024

დე ფაქტო პრეზიდენტის ასლან ბჟანიას თქმით სოხუმი მოსკოვთან "საზღვრის" კონტროლის გამარტივებაზე მუშაობს


 დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ  პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ სოხუმი მოსკოვთან "საზღვრის" კონტროლის გამარტივებაზე მუშაობს, თუმცა, აფხაზური მხარე ელის, რომ მომავალში ფსოუზე საერთოდ არ იქნება საკონტროლო - გამშვები პუნქტი.ამის შესახებ დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ სანქტ-პეტერბურგში მიმდინარე ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა, წერს „აფსნიპრესი“.
„ასეთი სამუშაოები ხორციელდება, თუმცა, რუსეთის მხარეს, მდინარე ფსოუზე არსებული საკონტროლო პუნქტი, ზაფხულში - ივლისში, აგვისტოში, სექტემბერში - თავისი შესაძლებლობების ზღვარზე მუშაობს“, - აღნიშნა მან.

ე.წ "პრეზიდენტის" თქმით ამის გამო, მათ ძველი ხიდის ამოქმედების გადაწყვეტილება მიიღეს და ახლა რეკონსტრუქცია მიმდინარეობს.

„ეს გააადვილებს სახელმწიფოებს შორის საზღვრის გადაკვეთას, მაგრამ მე იმედი მაქვს, რომ მივიღებთ ურთიერთობების ისეთ ისტორიას, რა დროსაც საგუშაგო გაუქმდება. საზღვარი იქნება, მაგრამ, დროთა განმავლობაში, საკონტროლო-გამშვები პუნქტი არ იქნება საჭირო“, - უთხრა რუსულ მედიას ბჟანიამ.

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

12 ოქტომბერი, 2026

პრემიერის განცხადებით - დევნილი ოჯახების ფულადი კომპენსაციით დაკმაყოფილების პროგრამა ამოქმედდება

ვრცლად

Item 1

07 ოქტომბერი, 2026

სამედიცინო ცენტრ "აფხაზეთის" გლდანის ფილიალში დევნილი მოქალაქეებისთვის უფასო სამედიცინო აქ...

ვრცლად

Item 1

05 ოქტომბერი, 2026

უფასო სამედიცინო სკრინინგი ჩაფიძის კლინიკაში

ვრცლად