სიახლეები

05 ივნისი, 2024

გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია მიიღო


  რეზოლუცია გმობს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში ძალისმიერი გზით განხორციელებულ დემოგრაფიულ ცვლილებებს, ადასტურებს დევნილთა უფლებას, ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში ღირსეულად და უსაფრთხოდ და ხაზს უსვამს მათი საკუთრების უფლების პატივისცემისა და დაცვის აუცილებლობას. ასევე მოუწოდებს ჟენევის მოლაპარაკებების მონაწილეებს, გაააქტიურონ ძალისხმევა რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რეზოლუციას 103-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი.
 ოფიციალურ განცხადებას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს: აღსანიშნავია, რომ ხსენებული რეზოლუცია ბოლო წლებში უკვე გლობალურ ინიციატივად იქცა, ვინაიდან მის თანაავტორთა რიგებს, მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონიდან, ათეულობით ქვეყანა უერთდება. რეზოლუციის თანაავტორობა მათ შესაძლებლობას აძლევს კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთონ რუსეთის აგრესიისა და ოკუპაციის შედეგად შექმნილი მძიმე ჰუმანიტარული ვითარების დაძლევის კუთხით საერთაშორისო ძალისხმევაში.
2024 წელს რეზოლუციის თანაავტორი 64 ქვეყანა გახდა” – ნათქვამია ინფორმაციაში.
 გაეროს ახალ რეზოლუციას აფხაზეთის ა/რ უმაღლეს საბჭოში აფასებენ და ფიქრობენ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებით თითოეულმა ქვეყანამ კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნების უფლებას და ამით თანადგომა გამოუცხადა თითოეულ დევნილს.

იხილეთ ვრცლად:

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

06 თებერვალი, 2026

ანსამბლი „აფხაზეთი“ ახალი პროექტისთვის ემზადება

ვრცლად

Item 1

06 თებერვალი, 2026

ალიონა ჩხოტუა ეროვნული არქივის გენერალურ დირექტორს შეხვდა

ვრცლად

Item 1

05 თებერვალი, 2026

აფხაზეთის ა/რ მთავრობის აპარატის უფროსად გიორგი სუთიძე დაინიშნა

ვრცლად