სიახლეები

26 მაისი, 2023

„ჩვენი დროის მშვიდობისმყოფელები“-ქართველი და უკრაინელი ბავშვების ერთობლივი პროექტი


  ფერების  დღესასწაული თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში მოაწყვეს ქართველმა და უკრაინელმა გოგო-ბიჭებმა.   „ჩვენი დროის მშვიდობისმყოფელები“-    ამ სახელწოდებით ჩატარდა ღონისძიება, რომელიც  საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მიეძღვნა.
პროექტი იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის ორგანიზებითა და საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლასთან პარტნიორობით განხორციელდა.

პროექტის მიზანია აფხაზეთიდან დევნილი ქართველი და ლტოლვილი უკრაინელი მოზარდების  ერთმანეთთან დაახლოების პროცესის ხელშეწყობა და მშვიდობის თემასთან დაკავშირებულ საერთო ინტერესებსა და პრობლემურ საკითხებზე თანამშრომლობა.
  წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლისა და  მიხეილ გრუშევსკის სახელობის ქ. თბილისის N41 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ერთობლივად იმუშავეს და 26 მაისისადმი მიძღვნილ თემატიკაზე საინტერესო მხატვრული ტილოები შექმნეს.

https://youtu.be/So1nDS6Ip7U

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

12 იანვარი, 2026

აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრი სოხუმის უნივერისტეტის რექტორს შეხვდა

ვრცლად

Item 1

12 იანვარი, 2026

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან მოქალაქეთა მიღება განახლდა

ვრცლად

Item 1

08 იანვარი, 2026

თბილისის ქუჩებში ტრადიციული საშობაო მსვლელობა გაიმართა

ვრცლად