სიახლეები

31 მაისი, 2023

აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკურ ცენტრში ახალი ტელესტუდია გაიხსნა


აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკურ ცენტრში მიმდინარე ახალი რეფორმის ფარგლებში ტელე-სტუდია გაიხსნა. სტუდიის გახსნა სიმბოლურად აფხაზეთობის კვირეულს დაემთხვა. სტუდიაში  აფხაზეთის თემასთან დაკავშირებული გადაცემების ჩაწერა იგეგმება.

საზეიმო ცერემონიალს აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამხარია, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, ომის ვეტერანები  და ცენტრის თანამშრომლები ესწრებოდნენ.  

სტუდიაში დაგეგმილია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც საქართველოში აფხაზეთის თემატიკასთან დაკავშირებული პირველი ანალიტიკურ გადაცემას უკავშირდება. გადაცემის წამყვანი ანალიტიკოსი თორნიკე შარაშენიძე იქნება.

ცენტრის ახალი ხელძღვანელის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მიხედვით ცენტრის ბაზაზე შექმნილი ტელე-სტუდია ინფორმაციას მიაწვდის  როგორც ენგურს იქით მცხოვრებ საზოგადოებას, ასევე საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას.

 როგორც ეკატერინე წივწივაძე აღნიშნავს, ცენტრის ძირითადი ფუქნცია სწორედ  სამშვიდობო, შერიგებისა და ჩართულობის პროექტებია. მთავარი მიზანი კი აფხაზეთის თემატიკის მიმართ ფართო საზოგადოების ინტერესის გაღვივებაა, აფხაზეთთან დაკავშირებული ინფორმაციის სისტემატიზაცია, საინფორმაციო-ანალიტიკური მასალის მომზადება და გავრცელება.

https://youtu.be/luOwcXDNMto

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

12 იანვარი, 2026

აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრი სოხუმის უნივერისტეტის რექტორს შეხვდა

ვრცლად

Item 1

12 იანვარი, 2026

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან მოქალაქეთა მიღება განახლდა

ვრცლად

Item 1

08 იანვარი, 2026

თბილისის ქუჩებში ტრადიციული საშობაო მსვლელობა გაიმართა

ვრცლად