სიახლეები

07 მაისი, 2024

რით დაამახსოვრა თავი ინალ არძიბამ აფხაზებს?!


აფხაზეთის უკვე ყოფილი დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბა სოხუმელია. სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლობდა მოსკოვის ეკონომიკის უმაღლეს სკოლაში.

* არძინბა  2013 წელს რუსეთის დელეგაციას ხელმძღვანელობდა ახალგაზრდული ოციანისსამიტზე სანქტ-პეტერბურგში და ახალგაზრდული რვიანისსამიტზე ლონდონში

* 2014 წლიდან არძინბას კარიერა  რუსეთის პრეზიდენტის   ადმინისტრაციაში დაიწყო, სადაც იყო დსთ-ის წევრი ქვეყნების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთისრესპუბლიკებთან სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის სამმართველოს კონსულტანტი , ამის შემდეგ შემდეგ კი - ვლადიმერ სურკოვის პირველი მოადგილე.

* სურკოვთან მუშაობის პერიოდში არძინბას უკრაინის რეგიონების დესტაბილიზაციის პროექტების კურატორობა ევალებოდა. უკრაინაში მას განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებში ედება ბრალი, კერძოდ, უკრაინის სახელმწიფო საზღვრის ცვლილების მცდელობასა და ქვეყნის კონსტიტუციით დადგენილი წესრიგის დარღვევაში. ადმინისტრაციაში არძინბა კურირებდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებთან ურთიერთობას კურირებდაამ ყველაფრის გამო უკრაინამ არძინბა საერთაშორისო ძებნილად გამოაცხადა.

*   ინალ არძინბას  რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის დსთ- საქმეთა სამმართველოში მთავარი მრჩევლის თანამდებობა ეკავა.

*  2017 წლის 2 დეკემბერს ვლადიმერ პუტინის  ბრძანებით, რუსეთის ფედერაციის მე-3 კლასის ნამდვილი სახელმწიფო მრჩეველის საკლასო ჩინი მიენიჭა

* 2018 წლის 18 ივნისს, არძინბამ 2017 წლის ოქტომბერში სოჭში გამართული მსოფლიო ახალგაზრდობისა და სტუდენტების ფესტივალის ჩატარებაში შეტანილი წვლილისთვის რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინსგან საპატიო სიგელი მიიღო.

*აფხაზეთის რესპუბლიკისსაგარეო საქმეთა ,,მინისტრად” კი  2021 წლის 18 ნოემბერს დაინიშნა.

 

* 2022 წლის 27 სექტემბერს  არძინბამ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან ერთად ხელი მოაწერა რუსეთთან  ორმაგი მოქალაქეობის შესახებ შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც აფხაზების რუსეთის მოქალაქეობის მიღებისათვის . . „აფხაზური პასპორტისდათმობა არ მოუწევთ.

*  სწორედ არძიმბამ გამოუცხადა ბრძოლა ისეთ საერთაშორისო ორგანიზაციებს როგორიც USAID და UNDO-ია.

* 2024 წლის 7 მაისს არძინბა დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ თანამდებობიდან გაათავისუფლა. ვრცელდება ინფორმაცია რომ უკვე ყოფილი ,,საგარეო საქმეთა მინისტრი” გამოკითხვაზე იმყოფება და მას აფხაზეთის ტერიტორიის დატოვება ეკრძალება.

 

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

03 დეკემბერი, 2024

საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ჯემალ გამახარიას წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

ვრცლად

Item 1

28 ნოემბერი, 2024

ლაშა ქარდავამ მინისტრის საათის ფორმატში სამინისტროს საქმიანობის ანგარიში წარადგინა

ვრცლად

Item 1

26 ნოემბერი, 2024

ლევან მგალობლიშვილი რუმინეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

ვრცლად