სიახლეები

30 აპრილი, 2024

იმუშავებენ თუ არა ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე გიდებად მხოლოდ აფხაზეთის მოქალაქეები?!


 "ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე გიდებად შეიძლება იმუშაონ მხოლოდ აფხაზეთის მოქალაქეებმა" - განაცხადა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საზოგადოებრივი პალატის წევრმა ასტამირ ახბამ. მისი თქმით, ასეთივე ნორმებია  რუსეთის ტერიტორიაზეც.
 "არის რეგიონებიც, სადაც სხვა რეგიონების გიდებს მუშაობა ეკრძალებათ. მაგალითად, კრასნოდარის  მხარის გიდებს უფლება არა აქვთ ყირიმში წავიდნენ და იქ ექსკურსიას გაუძღვნენ. მხოლოდ ყირიმის ტურიზმის სამინისტროში ატესტაციაგავლილ გიდებს შეუძლიათ ყირიმის ტერიტორიაზე ექსკურსიამძღოლად მუშაობა"-ხაზი გაუსვა ახბამ.

 ცოტა ხნის წინ, სოჭის გიდების  საზოგადოებამ უკმაყოფილება გამოხატა იმის გამო, რომ აფხაზეთში უფლებამოსილი ორგანოები დაბრკოლებას უქმნიან მათ მუშაობას. აფხაზეთში მოქმედმა გიდების ასოციაციამ რუს კოლეგებს შეახსენა, რომ კანონის თანახმად აფხაზეთში გიდებად და ექსკურსიამძღოლებად მუშაობა  შეუძლიათ მხოლოდ აფხაზეთის მოქალაქეებს, რომლებსაც  აფხაზეთის ტურიზმის სამინისტროში აქვთ ატესტაცია გავლილი.


 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

12 იანვარი, 2026

აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრი სოხუმის უნივერისტეტის რექტორს შეხვდა

ვრცლად

Item 1

12 იანვარი, 2026

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან მოქალაქეთა მიღება განახლდა

ვრცლად

Item 1

08 იანვარი, 2026

თბილისის ქუჩებში ტრადიციული საშობაო მსვლელობა გაიმართა

ვრცლად