სიახლეები

02 ივნისი, 2023

აფხაზურმა ცენტრმა ,,მესხი ახალგაზრდები ერთობისთვის”-აფხაზეთის კვირეული აღნიშნა


სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის აფხაზურმა ცენტრმა „მესხი ახალგაზრდები ერთობისათვის“ აფხაზეთობისადმი მიძღვნილი კვირეული მრავალფეროვანი და საინტერესო პროგრამებით აღნიშნა. ახალგაზრდებმა აფხაზური ცენტრის ბიბლიოთეკიდან წიგნების პრეზენტაცია გამართეს, ახალციხის ციხეზე გამართულ სხვადასხვა ღონისძიებას შეუერთდნენ. მათ შორის ბასიანის ბრძოლის მოდელირებაში მიიღეს მონაწილეობა. კვირეულის ფარგლებში გაიხსნა აფხაზური ცენტრის კინოკლუბი. მოეწყო აფხაზეთიდან დევნილი სტუდენტის ცოტნე თოდუას ნახატების გამოფენა. აფხაზური ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა სამეცნიერო კონფერენცია, გაიმართა მესხეთის უნივერსიტეტის კონცერტი და სტუდენტური ფლეშმობი. სამცხე-ჯავახეთში არსებული აფხაზური ცენტრის მხარდასაჭერად ახალციხეში საოგადოებრივი მოძრაობა სამოქალაქო თანხმობის დამფუძნებელი შმაგი სამხარაძე და აფხაზეთის საინფორმაციო ანალიტიკური ცენტრის ვლოგერები მილენა აჟიბა და ნინო პაპავა იმყოფებოდნენ.

https://youtu.be/xRPp1IWXQ1Q

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

12 იანვარი, 2026

აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრი სოხუმის უნივერისტეტის რექტორს შეხვდა

ვრცლად

Item 1

12 იანვარი, 2026

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან მოქალაქეთა მიღება განახლდა

ვრცლად

Item 1

08 იანვარი, 2026

თბილისის ქუჩებში ტრადიციული საშობაო მსვლელობა გაიმართა

ვრცლად