სიახლეები

31 მაისი, 2023

უმაღლეს საბჭოში იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრს დავით ფაცაციას მოუსმინეს


უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე ინტერპელაციის წესით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრს დავით ფაცაციას მოუსმინეს , რომელმაც პასუხები გასცა დეპუტატების მიერ წინასწარ წერილობით დასმულ შეკითხვებზე.

შეკითხვები ეხებოდა დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში სხვადასხვა სახის სარემონტო-აღდგენითი სამუშაოებისა  ჩატარებას და დევნილთა ბინებით უზრუნველყოფის საკითხს.  

მოსმენის მეორე ნაწილი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. შეხვედრაზე მსჯელობის ძირითადი ნაწილი დევნილთა წინაშე წამოჭრილ საკითხებსა და პრობლემების გადაჭრის გზებს შეეხებოდა.

დისკუსიაში ასევე ყურადღება გამახვილდა აფხაზეთის მკვიდრთათვის გამარტივებული გზით საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებასთან დაკავშირებულ წინადადებებსა და მოსაზრებებზე.

https://youtu.be/XCM6kv3JxQk

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

12 იანვარი, 2026

აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრი სოხუმის უნივერისტეტის რექტორს შეხვდა

ვრცლად

Item 1

12 იანვარი, 2026

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან მოქალაქეთა მიღება განახლდა

ვრცლად

Item 1

08 იანვარი, 2026

თბილისის ქუჩებში ტრადიციული საშობაო მსვლელობა გაიმართა

ვრცლად