სიახლეები

12 ოქტომბერი, 2023

ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ დევნილი ჟურნალისტი დალი ჯონჯუა გარდაიცვალა


ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ დევნილი ჟურნალისტი დალი ჯონჯუა გარდაიცვალა.

ქალბატონი, რომელიც დააკლდება მის ქალაქს, მის აფხაზეთს... დააკლდება ჟურნალისტიკას.

ქალბატონი დალი ბოლო წლებში აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პრესსპიკერი გახლდათ, მისი მოღვაწეობა მედიაში კი რამდენიმე ათეულ წელს ითვლის და აფხაზეთიდან იღებს სათავეს.

სიამაყით ვაბობთ, რომ ის ჩვენი, აფხაზეთის საინფორმაციო- ანალიტიკური ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი გახლდათ და მის მიერ მოცემული ყველა რეკომენდაცია და დარიგება ახლა კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს.

უსაზღვროდ ვწუხვართ, რომ ახლა მასზე წერა წარსულ დროში გვიწევს.

აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის მთელი გუნდი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ღირსეული ქალბატონის, აფხაზეთელის, ჩვენი კოლეგის გარდაცვალების გამო და უთანაგრძნობს ოჯახს, ახლობელებსა და კოლეგებს.

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

05 მარტი, 2026

აფხაზეთის ა.რ მთავრობის თავმჯდომარე დევნილ მეწარმე ქალბატონებს შეხვდა

ვრცლად

Item 1

05 მარტი, 2026

აფხაზეთის ა.რ იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროსა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის მემ...

ვრცლად

Item 1

04 მარტი, 2026

“მადლობა იტალიელ ოჯახებს დევნილი ახალგაზრდებისგან” - აფხაზეთის საინფორმაციო ცენტრის მიერ მომზადებული...

ვრცლად