სიახლეები

27 თებერვალი, 2024

ოკუპირებულ აფხაზეთში ბავშვებში სუიციდური ტენდენციები გამოიკვეთა


 დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში ბავშვების ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება მიმდინარეობს.
ე.წ. ჯანდაცვის მინისტრს, ედუარდ ​ბუთბას შემოწმების პირველი ეტაპის შედეგები მოახსენეს.
ბავშვების გამოკვლევა 2023 წლის 21 ნოემბრიდან 2 დეკემბრის პერიოდში ჩაუტარდათ. ჯამურად, ინტერვიუ 69 ბავშვთან შედგა.
მთავარ პრობლემებს შორის გამოიკვეთა: განვითარების გადახრები, ქცევითი გადახრები, ემოციური გადახრები, სუიციდური ტენდენციები.
როგორც ფსიქიატრმა ოქსანა მელნიკოვამ თქვა, კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ საჭიროა ბავშვთა სრულფასოვანი ფსიქიატრიული განყოფილების გახსნა.

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

13 მაისი, 2026

საგანმანათლებლო პროექტი „აფხაზეთი საქართველოა“ დასკვნითი კონფერენციით დასრულდა

ვრცლად

Item 1

13 მაისი, 2026

გარდაიცვალა ცნობილი ქართველი ისტორიკოსი და მეცნიერი ოთარ ჟორდანია

ვრცლად

Item 1

13 მაისი, 2026

თელავში დევნილი მოსახლეობისთვის უფასო სამედიცინო აქცია გაიმართა

ვრცლად