სიახლეები

29 თებერვალი, 2024

დროებით ოკუპირებული აფხაზეთის “პარლამენტმა” რუსული რუბლის “ოფიციალურ ვალუტად” მიღებას მხარი დაუჭირა


დროებით ოკუპირებული აფხაზეთის “პარლამენტმა” რუსული რუბლის “ოფიციალურ ვალუტად” მიღებას დაუჭირა მხარი. ამის შესახებ ინფორმაციას “ეხო კავკაზა” ავრცელებს.
ოკუპირებული აფხაზეთის “პარლამენტმა” პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა “სავალუტო რეგულირებისა და სავალუტო კონტროლის შესახებ” ე.წ. კანონპროექტს. დოკუმენტს 26-მა “დეპუტატმა” დაუჭირა მხარი, წინააღმდეგ ორი წავიდა.
აღინიშნება, რომ დროებით ოკუპირებული რეგიონის “ეროვნული ბანკის თავმჯდომარე” ბესლან ბარათელია ავადმყოფობის გამო სხდომას არ დაესწრო და მას შენიშვნები აქვს დოკუმენტთან. “დეპუტატმა” ბესლან ხალვაშმა განაცხადა, რომ “კანონპროექტში” შესწორებების შეტანა მეორე მოსმენის დროს შესაძლებელია.
“კანონპროექტი” ოკუპირებული აფხაზეთის “ოფიციალურ ვალუტად” რუსულ რუბლს ადგენს, ხოლო ყველა დანარჩენი უცხოურ ვალუტად განიხილება. ასევე, “სავალუტო რეგულირების” მიზნებისთვის “საკანონმდებლო” დონეზე შემოდის “რეზიდენტისა” და “არარეზიდენტის” ცნებები.

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

10 მარტი, 2026

აფხაზეთის ა.რ იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროსა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს შ...

ვრცლად

Item 1

09 მარტი, 2026

გიორგი ჯინჭარაძემ აფხაზეთის მთავრობის წევრებთან ერთად ზუგდიდში, გენო ადამიას ბიუსტი ყვავილებით შეამკ...

ვრცლად

Item 1

08 მარტი, 2026

სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ქალბატონებს გიორგი ძაძამიამ ქალთა დღე მიულოცა

ვრცლად