სიახლეები

06 მარტი, 2024

ინალ არძინბა-„აფხაზეთს არ სურს საქართველოსთან კონფლიქტი"


ინალ არძინბა-„აფხაზეთს არ სურს საქართველოსთან კონფლიქტი"
„აფხაზეთს არ სურს საქართველოსთან კონფლიქტი, მაგრამ კიევის მხარეს მებრძოლი ქართველი რადიკალების დაბრუნების შემთხვევაში, განსხვავებული სცენარი არ არის გამორიცხული“- განუცხადა დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ ჟურნალისტებს მსოფლიო ახალგაზრდულ ფორუმზე.

„ჩვენ არ გვინდა ომი, ასევე იმედი გვაქვს, რომ ქართულ მხარეს არ სურს ომი. მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ სხვადასხვა რადიკალური ფორმირებები იბრძვიან ნეონაცისტების მხარეს, მაგალითად, უკრაინაში. თუ ისინი დაბრუნდებიან, შეიძლება იქ განვითარდეს სხვადასხვა სცენარი“, - ხაზგასმით აღნიშნა არძინბამ. ამავე დროს, მან დაადასტურა აფხაზეთის ერთგულება ნორმალური ურთიერთობების, მშვიდობისა და განვითარების მიმართ.

„ჩვენ რეგულარულად ვიღებთ სხვადასხვა სიგნალებს, პირველ რიგში, ქართული მხარისგან. უკრაინის ხელმძღვანელობა ხშირად საუბრობს აფხაზეთის თემაზე, ცოტა ხნის წინ ზელენსკიმ მოუწოდა საქართველოს „ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენქართველებს“-ფაქტობრივად მან მოუწოდა მეორე ფრონტის გახსნისკენ.ჩვენ, რა თქმა უნდა, ამას ვაქცევთ ყურადღებას“, - განაცხადა დე ფაქტო მინისტრმა.

"აფხაზეთისთვის მნიშვნელოვანია რუსეთთან ურთიერთობების განვითარება და რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნება.რუსეთი არის ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების ყველაზე მნიშვნელოვანი გარანტი“, -მიიჩნევს ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბა.

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

13 ოქტომბერი, 2025

აფხაზეთიდან დევნილებს ჩაფიძის გულის ცენტრში კვლევები ჩაუტარდათ

ვრცლად

Item 1

10 ოქტომბერი, 2025

აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის დირექტორი, ეკა წივწივაძე „რადიო იმედის“ დილის ეთერში

ვრცლად

Item 1

09 ოქტომბერი, 2025

გიორგი ჯინჭარაძის ინიციატივით აფხაზეთის შემოქმედებითი კოლექტივებისთვის, დამატებითი ფინანსური რესურსი...

ვრცლად