სიახლეები

22 სექტემბერი, 2023

პროექტი ,,გოგონები აფხაზეთიდან'' მშვიდობის ჯილდოს მფლობელები გახდნენ


პროექტის „მშვიდობის ჯილდო ახალგაზრდებისთვის“ ნომინაციაში „საუკეთესო სამშვიდობო იდეა“ გამარჯვებული აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის პროექტი „გოგონები აფხაზეთიდან“ გახდა.
პროექტის ფარგლებში გოგონები ებრძვიან დეზინფორმაციას, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ვრცელდება, ამასთან აჩვენებენ თუ როგორ ვითარდება სამხედრო კონფლიქტის შემდეგ საქართველოს სხვადასხვა რეგიონი.
მშვიდობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას საქართველოს საკანონმდებლო და აღმსარულებელი ხელისუფლების, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

05 მარტი, 2026

აფხაზეთის ა.რ მთავრობის თავმჯდომარე დევნილ მეწარმე ქალბატონებს შეხვდა

ვრცლად

Item 1

05 მარტი, 2026

აფხაზეთის ა.რ იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროსა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის მემ...

ვრცლად

Item 1

04 მარტი, 2026

“მადლობა იტალიელ ოჯახებს დევნილი ახალგაზრდებისგან” - აფხაზეთის საინფორმაციო ცენტრის მიერ მომზადებული...

ვრცლად