აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი
აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი
სიახლეები
02 ივლისი, 2020
გიორგი გობეჩიას სამშვიდობო მესიჯი
გიორგი გობეჩია პოლიტიკის მეცნიერებაზე სწავლობს, პარალელურად კი სკოლის მოსწავლეებს ისტორიას ასწავლის და მომავალ თაობას ცოდნას უზიარებს. გიორგი ფიქრობს, რომ სწორედ რომ მის თაობას ანუ იმ ახალგაზრდებს, რომლებიც დაიბადნენ კონფლიქტის შემდგომ, ძალუძთ შერიგება და მშვიდობის დამყარება. იმ ეპოქაში, როდესაც კერძო ადამიანები გეგმავენ კოსმოსში მოგზაურობას, არ მიაჩნია სირთულედ, რომ დიალოგი აქ და ახლა დაიწყოს.
„დროა აღარ დაველოდოთ საერთაშორისო საზოგადოებისა და მთავრობების გადაწყვეტილებებს“
გიორგის არ უნახავს სოხუმი, ბიჭვინთა, გაგრა… თუმცა, დიდი სურვილი აქვს აფხაზეთში იმოგზაუროს, მაგრამ არა როგორც ტურისტმა და ის ასევე მზადაა, რომ მიიღოს სტუმრები აფხაზეთიდან, ვინაიდან საქართველოს ყველა კუთხე აფხაზებისაა, ისევე როგორც აფხაზეთია მისი.
მსგავსი სიახლეები
27 ოქტომბერი, 2026
გიორგი ჯინჭარაძე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 68-ე რაუნდის მოსამზადებელ შეხვედრას დაესწრო
26 ოქტომბერი, 2026
აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოება