სიახლეები

25 მაისი, 2020

ლაშქენდარის საეკლესიო კომპლექსი


ქალაქ ტყვარჩელიდან 5-6 კმ ზე მდებარე ლაშქენდერის მთა აფხაზთა შვიდი წმინდა ადგილიდან ერთ-ერთია.

სიტყვა „ლაშქენდერი“, მეგრულია და ნიშნავს დაჩრდილულ, ჩრდილო ადგილს — მთის ჩრდილოეთი ფერდობი, ჩრდილოვანი ადგილი, ჩრდილოეთი მხარე.

ლაშქენდარის საეკლესიო კომპლექსი აშენებულია ამავე სახელწოდების მთაზე რომელზეც შემორჩენილია ქრისტიანული ეკლესიის ნანგრევები. ეკლესია, სავარაუდოდ  VII-XI საუკუნეებისთვის უნდა აეგოთ.კომპლექსი მოიცავს ორ ეკლესიას. მთავარ ტაძარს აკრავს სამარხებიანი ხელოვნური ბაქანი,სადაც ადრე ჩატარებული არექოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილია ბრინჯაოსგან დამზადებული ლომის ფიგურები, შანდლები,სარიტუალო ნივთები, ქართული ქრისტიანული ხელოვნების ტიპური ნიმუშები. მთელი საეკლესიო-არქიტექტურული სივრცე,მიუხედავად მისი მოუვლელობისა,მაინც შთამბეჭდავად გამოიყურება და საქართველოში უპირატესად გავრცელებული საეკლესიო ხუროთმოძღვრების გამორჩეულ ძეგლად არის აღიარებული. ეკლესიის შესწავლა და შესაბამისი სამუშაოების ჩატარება ამჟამად შეუძლებელია.

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

11 ნოემბერი, 2026

უმაღლეს საბჭოში ინტერპელაციის წესით აფხაზეთის ა.რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს მოუსმინეს

ვრცლად

Item 1

11 ნოემბერი, 2026

10 000-ლარიანი კომპენსაცია დევნილებისთვის- ინტერვიუ დავით კაიკაციშვილთან

ვრცლად

Item 1

09 ნოემბერი, 2026

ჰამბურგში, ლეგენდარულ ელბფილამონიაში ანსამბლ "შავნაბადას" მეორე კონცერტი გაიმართა

ვრცლად